მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
სამშაბათი
2024-03-19
11:05 AM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ვიდეოები ნადირობაზე [57]
online ფილმები ნადირობაზე [36]
ყიდვა-გაყიდვა [0]
ფოტოალბომი [0]
პროგრამები [27]
კ ლ ი პ ე ბ ი [30]
კერძები [55]
ვაზნები [20]
სურათები [16]
მეძებრები [9]
მდევრები [2]
ფ ი ლ მ ე ბ ი [1]
სანადირო თოფები [6]
თამაშები ნადირობაზე [5]
გაწვრთვნა და დაგეშვა [4]
კვება, გაზრდა და მოვლა [3]
ვეტერინარის რჩევები [5]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » კერძები

მომზადება:
ახალგაზრდა მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები, ნივრის კბილები. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, შევაზავოთ მარილით. ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
კატეგორია: კერძები | ნანახია: 1113 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-06-12 | კომენტარი (0)

მომზადება:


     მსუქანი ღორის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, გავრეცხოთ და ჩავდოთ თიხის, მინანქრის ან ფაიფურის ჭურჭელში. დავაყაროთ ალყა–ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი, დავასხათ ძმარი, დავახუროთ სახურავი და შევინახოთ რამოდენიმე საათით (შეიძლება ერთი დღე და ღამეც). შემდეგ ამოვიღოთ, ავაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შამფური სულ ვატრიალოთ. როცა მზად იქნება, მოვაყაროთ ალყა–ალყა დაჭრილი ხახვი და სუფრასთან მივიტანოთ. შეგიძლიათ ბროწეულიც მოაყაროთ.
კატეგორია: კერძები | ნანახია: 977 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-06-12 | კომენტარი (0)

ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი ორჯერ გავატაროთ. შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ. დავყოთ ნაწილებად, დავამრგვალოთ, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა  შეიწვება, ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე. ცალკე მივიტანოთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ, დავაწყოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური ან კოწახური ცალკე მივიტანოთ.

მალასა:  ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: კერძები | ნანახია: 913 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-06-12 | კომენტარი (0)

მასალა:

2 კგ.ბატკნის ხორცი, 500 გრ.ქამა სოკო, 1 თავი ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, 3 ცალი პომიდორი (ან 1 ბანკა პომიდორი თავის წვენში), ბულიონი (ან წყალი), 400 მლ. წითელი ღვინო, 2 ს.კ. ფქვილი, მარილი, პილპილი, პაპრიკა, ძირა, ქინძი გემოვნებით.

 
მომზადება:
ერბოში ან კარაქში დავაწითლოთ ხორცის ნაჭრები. დავაჭრათ ხახვი და ორად გაჭრილი სოკო, ნიორი ფირფიტებად დავაჭრათ და ვშუშოთ ცოტა ხანს ხორცთან ერთად (მე ბოლოში დავამატე,მზადების პროცესში გემოს კარგავს). დავჭრათ კანგაცლილ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: კერძები | ნანახია: 908 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-06-12 | კომენტარი (0)


მასალა:
ღორის ქონი ან უმჯობესია ქონიანი ნაჭერი, 1 კგ ქათმის გულ-ღვიძლი, 4 - 5 მოზრდილი თავი ხახვი, სასურველია წითელი, 1 საშუალო ქილა დაკონსერვებული ან ახალი ქამა სოკო, ერთხელ წამოდუღებული 1 ცალი ბადექონი (1 ღორის საკმარისია), მარილი, წითელი წიწაკა, კურკუმა (ყვითელი კოჭა), ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, 1 ჩაის ჭიქა უკურკო შავი ქლიავის ჩირი, 1 სუფრის კოვზი კოწახური.


მომზადება:
 
მოვხარშოთ გულ-ღვიძლი და კუჭები. ამოვიღოთ ბულიონიდან და წვ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: კერძები | ნანახია: 973 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-06-12 | კომენტარი (0)

მასალა:

ხახვი - 2 საშუალო თავი, ნიორი - 3 კბილი, მწვანე ხახვი - 1 კონა, ჩილი, წითელი ბულგარული - 1 ც., გრძელი ფანტია ბრინჯი - 200-300 გრამი, ღორის მჭლე ხორცი - 200-300 გრამი, სოკო - 1 ქილა, ცოტა ზეთი - ბოსტნეულის მოსაშუშად, კვერცხი - 2 ცალი, ნახევარი ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი.

მომზადება:

ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში (არ ჩაგეხარშოთ! ფანტია უნდა გამოვიდეს). ამასობაში ღორის ხორცი დავჭრათ კუბებად, ხახვი, ბულგარული და ნიორი დავჭრათ წვრილად და ხორცი და ბოსტნეული ერთად მოვშუშოთ მაღალ ცეცხლზე. განუწყვეტლად ვურიოთ, სანამ კარგად ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: კერძები | ნანახია: 957 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-06-12 | კომენტარი (0)

პროდუქტები: 12 პატარა მწყერის კვერცხი; 300 გ. ინდაურის ხორცი; 1 დანის წვერი კოჭა (იმბირი); 1/4 კონა ნიახური; 1 ს/კ ნაკლებად ცხარე მდოგვი; 30 გ. ფქვილი; 1 კვერცხი; 50 გ. საფანელი; ზეთი შესაწვავად; მარილი.

მომზადება: ხორცის ფარშს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი, მარილი, ნიახური, მდოგვი, ფქვილი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ფარშისგან გავაკეთოთ პატარ- პატარა გუნდები, თითოეულში ჩავდოთ თითო- თითო მოხარშული კვერცხი, ამოვავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შევწვათ ფრიტიურში. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: კერძები | ნანახია: 1096 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-06-12 | კომენტარი (0)

მასალა:
1 ხახვი
1 კურდღელი 
1 ს. კ. ფქვილი
დაფნის ფოთოლი
ზეითუნის ზეთი
როზმარინი
შავი პილპილი
მარილი
ქონდარი
წითელი ღვინო
მომზადების წესი: 
დაჭრილ კურდღელს დავაყაროთ ცოტა მარილი, ქონდარი, როზმარინი, პილპილი და მეორე ფენად ისევ კურდღლის ნაჭრები და ა.შ. ბოლოს დავასხათ ღვინო და დავტოვოთ მთელი ღამით. მეორე დღეს, დავჭრათ ხახვი, დაფნის ფოთოლი და კურდღლის ნაჭრები მოვშუშოთ ერთად, წყალი ცოტა რომ დააშრება, დავუმატოთ ზეთი ან კარაქი და ვშუშოთ. ფრთხილად დავ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: კერძები | ნანახია: 1025 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-06-12 | კომენტარი (0)


მასალა: 2 ცალი ტვინი, 1 სავსე ს/კ კარაქი, 2 თავი ხახვი, 1 კონა პიტნა, მარილი, შავი პილპილი.

მომზადება: ტვინი 1 საათით მოვათავსოთ ცივ წყალში, შემდეგ 2-3 წუთით წამოვადუღოთ მდუღარე მარილწყალში. მოხარშულ ტვინს გავაცალოთ აპკი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ კარაქში, ჩავუმატოთ ტვინი და ჩავკეპოთ, დავუმატოთ დაჭრილი პიტნა, მარილი და პილპილი, ხის კოვზით კარგად ჩავკეპოთ. სუფრასთან მივიტანოთ ლი- მონის ნაჭრებთან ერთად.

კატეგორია: კერძები | ნანახია: 903 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-06-12 | კომენტარი (0)


მასალა: ქათმის თეთრი ხორცი - 1 კგ., 3 ლიმონის წვენი, ნახევარი ჭიქა სოიოს სოუსი, შავი პილპილი – გემოვნებით, ჯანჯაფილი - დანის წვერით.

მომზადება: ქათმის თეთრი ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, ჩავაწყოთ მომინანქრებულ ქვაბში და დავასხათ ერთმანეში არეული ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი, შავი პილპილი, ჯანჯაფილი და გემოვნებით ცოტა მარილი, ვინაიდან სოიოს სოუსი ისედაც მლაშეა. ქვაბს დავახუროთ სახურავი და შევდგათ მაცივარში 2-3 საათით, შემდეგ კი შევწვათ მაყალზე ან გრილზე.

კატეგორია: კერძები | ნანახია: 918 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-06-12 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 »
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024