მასალა:
გულ-ღვიძლი და ფარი – 1 ცხვრის; ხახვი 4-5 თავი; ტარხუნა 7-8 ძირი; პილპილი,
მარილი - გემოვნებით
მომზადება:
ერთი ცხვრის გულ-ღვიძლი თავისი ფარით კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ ნაჭრებად.
ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავუმატოთ დაჭრილი გულ-ღვიძლი თავის ფარით,
კარგად მოვხრაკოთ ნელ ცეცხლზე, როცა აღნიშნული მასალა მოიხრაკება დავუმატოთ
მარილი, დანაყილი პილპილი, წვრილად დაჭრილი ტარხუნა, 10 წუთი კედევ ვხრაკოთ
და გადმოვდგათ ცეცხლიდან.