მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
პარასკევი
2024-03-29
5:30 PM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [36]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

როგორ ნადირობდნენ მეფეები└─► (დააჭირეთ აქ)

ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური 

საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების 

ფორმაც.


იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის 

ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო 

უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი 

ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი", „მრეკალი", „მესახუნდრე", 

ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. 

განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული 

საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. 

ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, 

ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ 

გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), 

მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება 

უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის 

ნადირზე).
ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა 

(უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების 

გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში 

ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე).
აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული 

მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული 

ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ 

ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება

ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ 

გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც 

განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად 

სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, 

თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.

ლაშქარ-ნადირობა


ლაშქარ-ნადირობა, ძირითადი ვასალური მოვალეობა ფეოდალურ საქართველოში. 

საქართველოს სამეფოში ყველა ვასალი მოვალე იყო მონაწილეობა მიეღო ლაშქრობასა 

და ე. წ. „სანადიროდ გალაშქრებაში" ანუ სამეფო ნადირობაში, რომელიც საომარი 

წვრთნისა და მანევრების როლს ასრულებდა. არაფეოდალთაგან ლაშქარ-ნადირობა 

ევალებოდა მსახურთა წოდებას. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს.)

ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებთან ერთად სიუზერენული უფლებები

მოიპოვეს სამცხის, ოდიშისა და გურიის მთავრებმაც. საერთო-ქართული ლაშქარ-

ნადირობა მოიშალა. XVII საუკუნის I ნახევრიდან გახშირდა გლეხთა მოლაშქრეობა, 

ხოლო 1774 წლიდან ქართლ-კახეთის სამეფოში ყველა გლეხი ვალდებული იყო 

მონაწილეობა მიეღო ლაშქრობაში. ამავე დროიდან გაუქმდა სამეფო ნადირობაც.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: beqa90 (2011-06-12)
ნანახია: 1145 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024