მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
შაბათი
2024-04-20
9:11 AM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [36]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

ნანადირევის გატყავება└─► (დააჭირეთ აქ)

გამოცდილი მონადირე ყოველთვის ყურადღებით ეპყრობა ცხოველის ტყავის დამუშავებისა და შენახვის საკითხს,რომელზედაცაა დამოკიდებული ბეწვეული ივარგებს შემდგომი დამუშავებისათვის თუ ჩაითვლება წუნდებულად.

მცირე დეფექტებად მიიჩნევა ტყავის მომცრო ზომით გახევა ან სისხლჩაქცევები,რამაც შეიძლება ტყავის ფასი 10 პროცენტით შეამციროს.საშუალო დეფექტია მეტი ზომით ტყავის გახევა,მოშიშვლებული ადგილები ტყავის ზედაპირზე,რაც ფასს 25 პროცენტით ამცირებს,ხოლო უფრო დიდი ზომის დაზიანებები 50 და მეტი პროცენტით ამცირებს ფასს. ამიტომაც გამოცდილი მონადირე გაცროლის წინ ზრუნავს ცხოველის ბეწვის დაუზიანებლად შენარჩუნებაზე.წინასწარ აფასებს არსებულ მდგომარეობას,არ დაუშვებს ზედმეტ გასროლას,არ იყენებს დიდი ზომის საფანტსა და ვაზნებს,ცდილობს მსხვერპლს მოარტყას თავში.მოკლულ ცხოველს განალაგებს ან ჩამოკიდებს ისე,რომ არ დალაქავდეს ტყავი სისხლით, ჭრილობებზე კი ნახერხს მოაყრის.


ტყავის ჩამოსახსნელად კი იყენებენ რამოდენიმე მეთოდს სახეობების შესაბამისად:

1 ტყავის მოხსნა მილის მეთოდით-- ამ მეთოდმა მეტ-ნაკლები გავრცელება ჰპოვა. ტყავი იხსნება სხეულის შიდა მხრიდან უკანა თათების ქუსლიდან ანალურ ღიობამდე.ამავდროულად ტყავი იხსნება კუდის გარე მხრიდან და წინა თათების შიდა მხრიდან,ქუსლიდან იდაყვამდე."მილის" მეთოდი გამოიყენება მგელის,კურდღლის,ციყვის,ტურის, მელიის შემთხვევაში

2 ტყავის მოხსნა წინდის მეთოდით.ამ მეთოდის მიხედვით სახეზე,ცხოველის პირის მიდამოში ღძილის სიახლოვიდან გასნიან ტყავს და შემდეგ შემოხსნიან მთელი თავის გარშემო.თვალების სიახლოვეს კი კი აკეთებენ ჭრილს ისე რომ ქუთუთო დარჩეს ტყავზე,ყურებს ათავისუფლებენ ხრტილისგან და ტყავს გააძრობენ წინდის მსგავსად."წინდის" მეტოდს იყენებენ თრითინას,სიასამური და სხვა შემთხვევაში.

3 ფენის მიხედვით ტყავის მოხსნის დროს ხდება სამი ჭრილის მონიშვნა:გძივი ჭრილი,ტანის ქვედა მხარეს კუდის ბოლოდან მუცელზე, მკედრისა და ყელის გასწვრივ ქვედა ყბამდე.მეორე განივი,წინა თათებს შორის მკერდის გასწვრივ და მესამე,ასევ ეგანივი უკანა თათებს შორის უკანა ღიობის გასწვრივ.ტყავის გაძრობის ეს მეთოდი მისაღებია ცლიქოსანი ცხოველების შემთხვევაში.

ნებისმიერი მეთოდის შემთხვევაში დაუშვებელია კუდის ან თათის ძვლის ნაწილის დატოვება ტყავზე, ცხვირი კი პირიქით მასზე რჩება.გაძრობის შემდეგ ტყავს წმინდავენ ქონისა და ხორცის ნაკუწით.



კატეგორია: Мои статьи | დაამატა: beqa90 (2011-06-12)
ნანახია: 1076 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024