მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
შაბათი
2024-04-20
5:15 PM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [36]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

მსხვილკალიბრიანი სანადირო და სპორტული მოკლელულიანი იარაღი└─► (დააჭირეთ აქ)

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ამერიკაში ნადირობისას ტრადიციულ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთადგამოიყენება მსხვილკალიბრიანი  მოკლელულიანი იარაღი. მოკლელულიანში იგულისხმება,  რევოლვერები და პისტოლეტები.  აღნიშნული იარაღი, ძირითადად გამოიყენებოდა დაჭრილი

ნადავლის მოსაკვლელად ახლო მანძილიდან. ბევრი თვლის რომ ეს უკვე მეტისმეტია, მაგრამ ახლო მანძილიდან მიწაზე დაგდებულ ცხოველზე სროლა ძლიერი იარაღიდან უბრალოდ სახიფათოა. ამიტომ ბევრი მონადირე ატარებდა ასეთ იარაღს, როგორც წესი რევოლვერს . არსებობდა ასევე უნიკალური იარაღის ტიპი, პისტოლეტი ე.წ. ჰაუდა.  პრაქტიკულად ორ ან ცალ ლულიანი მსხვილ კალიბრიანი პისტოლეტი ან გლუვლულიანი თოფი რადიკლაურად დამოკლებული ლულებით და მოჭრილი კონდახით. ის გამოიყენებოდა უფრო სახიფათო ცხოველებისგან ახლო  მანძილებზე თავდასაცავად და მაინც და მაინც ვერ ჩაითვლება სანადირო იარაღად.  

დრო მიდიოდა და ტექნოლოგიები ვითარდებოდა, გასული საუკუნის დასაწყისში ჩნდება მაგნუმის ტიპის ვაზნები,  რომელიც შესაძლებელს ხდიდა იარაღი გამხდარიყო უფრო მცირე გაბარიტებიანი და უფრო ძლიერი ვაზნები გამოეყენებინა.  1950–ნი წლები  შეიძლება ჩაითვალონ საწყის წერტილად საიდანაც დაიწყო ნადირობა  მოკლელულიანი იარაღით და გაჩნდა იარაღი სპეციალურად ამ მიზნებისთვის . 1950 წელს რემინგტონმა და სმიტ ვესონმა დაიწყეს 44 მაგნუმზე მუშაობა, და ამავე კალიბრზე გათვლილი რევოლვერზე.  1956 წელს რუგერმა გამოუშვა თავისი ლეგენდარული Blackhawk–ის პირველი თაობა. 1959 წელს კი  გამოვიდა მოდიფიცირებული "შავი ქორი”, ცნობილი რევოლვერების ექსპერტის ელმერ კეიტის რჩევების გათვალისწინებით. დღემდე .44 მაგნუმი ითვლება ყველაზე უნივერსალურ სანადირო ვაზნად. ტყვიის წონა იწყება 188 გრანიდან და მთავრდება შთამბეჭდავი 300 გრანით. ემერგია საშუალოდ შეადგენს 1000 ჯოულს რაც ორჯერ უფრო დიდია ვიდრე .45ACP ვაზნის ენერგია. მოკლელულიანით ნადირობის სეზონი გაიხსნა.   ეს იძლევა საშუალებას ინადირო როგორც მღრნელებზე (ვარმინტი) ასევე ტახზე, და ბუფალოზეც კი. შუაში კიდე ირმების ყველანაირი სახეობებია. შეიძლება ითქვას, რომ .44 კალიბრით ირმებზე ნადირობა უკვე კლასიკაა აშშ–ში. ზოგადად ითვლება, რომ .44 მაგნუმი არის ერთ ერთი თუ არა ყველაზე დიდი სიზუსტის პოტენციალის მქონე ვაზნა.  იმ დროს ცხადია ისეთი გრანები, როგორც კოლტი და სმიტ ვესონი ასევე უშვებდნენ ძალიან კარგ რევოლვერებს, მათ შორის მოდელებს, რომლებიც გამოდგებოდა სანდიროთ. სმიტ ვესონი მოდელი 29 კალიბრში .44 მაგნუმი, კოლტი ანაკონდა ამავე კალიბრში, გრძელი ლულებით, რეგულირებადი სამიზნეებით ისინი იდეალურად იყვენენ მორგებული ნადირობას.  არც ისე დიდიხანია, ამ კომპანიებს შეუერთდა ტაურუსი. ყველანი ერთად უშვებენ შესანიშნავ უკვე სპეციალიზირებულ სანადირო რევოლვერებს, უნივერსალური სამაგრებით, ანტაბკებით და ერგონომიული სახელურებით. კალიბრიები იწყება .38 სპეციალურიდან ასევე .357 მაგნუმი, 10 მმ აუტო, .41 მაგნუმი, .44 მაგნუმი. რამოდენიმე წელია ორმაგი მოქმედების რევოლვერებში სმიტ ვესონნმა გამოიყენა ზეძლიერი საკუტარი კონსტრუქციის ახალი ვაზნები  .464 სმიტ ვესონ მაგნუმი და .500 სმიტე ვესონ მაგნუმი.  და გამოუშვა ამ ვაზნებზე გათვლილი რევოლვერების მთელი სერია. სმიტ ვესონი მიუთითებს, რომ მათი დანიშნუელბა არა მხოლოდ ნადირობაა არამედ ასევე ველური ბუნების პირობებში სახიფათო ცხოველებისგან თავდაცვა. სმიტ ვესონის კატალოგში არის კომპლქტი, რომელიც ველურ ბნებაში გადასარჩენად გამოდგება. პლასტიკურ ყუთში სხვა და სხვა საჭირო წვრილმანებთან ერთად მოთავსებულია ერთი დიდ რამიანი (XL) რევოლვერი.

დათვისგან თავდაცვის  აუცილებელი კომპლექტი. არ ვიტყოდი უარს ასეთ კომპლექტზე. ამბობენ ეს იაარაღი სათანადო შეაფასეს ალასკაზე თევზაობის მოყვარულებმა. დათვის მანდ ისევე გადაეყრები, როგორც ჩვენთან მაწანწალა ძაღლს


სმიტ ვესონი მოდელი 500,  კომპენსატორი, უნივერსალური სამაგრი და ქამარი. იდეალური სანადირო სპეციალიზირებული რევოლვერი.

არ ჩამორჩება ან ცდილობს არ ჩამორცეს სმიტ ვესონს ასევე მისი კონკურენტი, Sturm Ruger Co.  მისი რევოლერები გათვლილია უძლიერეს ვაზნაზე .454 Cassul, Super Redhawk Alaskan, რომელიც წარმოადგენს თავდაცვით იარაღს და სტანდარტული "წითელი ქორი”, რომელიც გამოდგება სანადიროთ. ორივე რევოლვერი არის ორმაგი მოქმედების. რუგერი ასევე უშვებს მსხვილკალიბრიან ერთჯრეადი მოქმედების რევოლვერებს.

სურათზეა სტანდარტული ზომის წითელი ქორი

ცალკე კატეგორიად უნდა გამოიყოს "მონსტრი” რევოლვერები. ასეთ ზარბაზნებს უშვებენ Freedom Arms და Magnum Research.   Freedom Arms-ის მიერ წარმოებული პრემიერ გრეიდის კატეგორიის რევოლვერი მოდელი 83 წარმოადგესნ ნამდვილ შედევრს.  ის გამოდის კლაიბრწებში: .500 Wyoming Express, .475 Linebaugh, 454 Casull და "კონვენციონალურ” .44 Remington Magnum.41 Remington Magnum და .357 Magnum.   როგორც ხედავთ პირველი სამი არაკონვენციონალური კალიბრი არის უკვე სპეციალურად ნადირობისთვის შექმნილი ვაზნები. მათი გამოყენება სამსახურეობრივ ან სამოქალაქო თავდაცვის იარაღში შეუძლებელია.  მაგალითად  .454 Casull შეიქმნა 1959 წელს, დიკ კასულის და ჯეკ ფალმერის მიერ.  დიზაინი დაფუძნებული იყო .45 Colt ის ვაზნაზე.  აღნიშნული ვაზნა იყენებს მცირე ზომის შაშხანის კაფსულებს, მათი გამოყენება წარმოქმნის ძალიან დიდი წნევას. 16 გრამიან ტყვია ასეთი რევოლვერიდან იღებს საწყის სიჩქარეს 560 მ.წ.–ში რაც წარმოქმნის არარეალურ ენერგიას, რომელიც 2700 ჯოულს აღწევს.

Freedom Arms Model 83. კალიბრი .454 Cassul.  მის უკან მისი მთავარი კონკურენტი რუგერის "წითელი ქორი” იგივე კალიბრში.

ცალკე ასევე უნდა გამოიყოს ცალვაზნიანი სანადირო მოკლელილიანი იარაღი. პირვლ რიგში Thompson Center Arms–ის განთქმული "კონტენდერი”.  Thompson Center Arms დაარსდა 1965 წელს. ორი წლის შემდეგ გამოვიდა პირველი ცალვაზნიანი პისტოელტი Contender.  ასევე არსებობს ამ პისტოლეტის უფრო მსხვილკალიბრიანი ვერსია სახელად Encore. ტექნიკურად ის წარმოადჰენს ცალ ვაზნიან პისტოლეტს, რომელიც სანადირო თოფის მაგვარი საკეტებეი გააჩნია ანუ "გადატეხვით” იტენება.  შესაბამისად შესაძლებელია სხვა და სხვა კალიბრის ლულების გამოყენება ერთ იარაღში. მაღალი ხარსხი, ფართო ასორტიმენტი, კონსტრუქციის სიმარტივემ განაპიორბა ამ იარაღის დიდი პოპულარობა. მაგალიტად კონტენდერის მეორე თაობის პისტოლეტი გამოდის 22 (!!!) კალიბრში დაწყებული ,45/70–დან და დამთავრებული .22lr-ით. წონა იწყება 1.3 კილოგრამიდან.

კონტენდერის ანალოგის გამოშვება დაიწყო ასევე უკვე ხსენებულმა Freedom Arms-მა. ცალ ვაზნიანი მოდელი 2008. იწონის 1.7 კგ–ს.და საკმაოდ კარგად გამოიყურება და ასევე ხელმისაწვდომია 10 სხვა და სხვა კალიბრში. ფასი 1490 დოლარი.

სურათზეა მოდლი 2008.

ყველაზე გავრცელებული არის ორი მოდელი  Savage–ის  Stryker და Remington–ის  XP-100 (წარმოება შეწყვეტილია).  უფრო ნაკლებად ცნობილია HS Precision 2000 და Weatherby Mark V CFP (Compact Firing Platform).  გამოდიან შაშხანის კალიბრებში, და წარმოადგენენ იმას რაც ცნბოლი იყო რეოლიციურ რუსეთში როგორც "აბრეზი” ანუ რადიკალურად დამოკლებული შაშხანა ან კარაბინი, შექმნილი ფარული ტარებისთვის, როგორც ალტერნატივა პისტოლეტისათვის. ცხადია ამერიკაში ამ ტიპის იარაღი შეიქმნა სულ სხვა მიზნებისთვის, როგორც სპორტული და სანადიორ იარაღი. დიდი წონდა განაპირობებს უკუცემის შემცირებას და მსხვილი კალიბრების გამოყენებას. კარგი ერგონომიკა და საკმაოდ გრძელი ლულა ასევე განაპირობებს მისაღებ სიზუსტეს. მაგალითად Weatherby Mark V CFP იყიდება ქარხნული გარანტიით, რომ სიზუსტე არ იქნება 1.2 MOA-ზე ნაკლები 100 მეტრზე.   განსხვავებით რევოლევრებისაგნ ასეთი იარაღი არ გამოდგება,  როგორც თავდაცვის  იარაღი ველურ ბუნებაში მაგრამ წარმაოდგენს სანადირო კომპაქტური იარაღის ერთ ერთ სახეობას. თან ყველაზე ზუსტ სახეობას.  ასევე ყველაზე ძვირ სახეობას.  HS Precision–ის პისტოლეტები ღირს 2300 დოლარიდან და ზევით. ყველა აღნიშნულ მოდელს აქვს ინტეგრირებული მჭიდი 4 ან 5 ვაზნაზე. რემინგტონი ასევე ადრე უშვებდა ცალვაზნიან პისტოლეტს, ცენტრში განლაგებული ტარით.

რემინგტონ XP-100 ადრიმდელი მოდელი 



ულტრა თანამედროვე HS Precision 2000



და სანადირო Savage Striker



ეს არის და ეს. რა შეიძლება ამას ყვეკლაფერს დაუმატო. ამერიკა უნიკალური ქვეყანაა, შეიძლება იდავო იქ გამოშვებულ პისტოლეტებზე, შაშხანებზე,მაგრამ უდაოდ ამერიკა უშვებს მსოფლიოი საუკეთესო რევოლვერებს, მათ შორის ნამდვილად უნიკალურ მოდელებს. ცხადია ეხლა ბევრი ვერ გაიგებს სანდიორ მოკლელულაინი იარაღის მუღამს, მაგრამ ჩემის აზრით კომპაქტური საიმედო და ძლიერი იარაღზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა. გარდა თავიი პრაქტიკული დანიშნულებისა ეს იარაღი გამოირჩევა ასევე თავისი უნიკალურობით და დიდი ესთეტიურ სიამოვნებას მიანიჭებს მის მფლობელს. ხოლო ის ვინც წარმატებას მიაღწევს მოკლელულიანი იარაღუთ ნადირობაში ჩაითვლება უდაოდ ძლიერ მონადირეთ.  ხალხი ნადირობს შვილდისრით, არბალეტით, ლულიდან დასატენი შავ დენთზე მოქმედი შაშხანებით, ზოგი აკმ–ით ნადირობს და ვერტმფრენიდან ტყვიამფრქვევით. ვინ უფრო არის მოანდირის ტრადიციების მატარებელი და ვინ არის მონადირე და ვინ მავნებელი მგონი გასაგებია.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: beqa90 (2011-06-11)
ნანახია: 1416 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024