მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
ხუთშაბათი
2024-04-25
10:46 PM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [36]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

მგელი└─► (დააჭირეთ აქ)

მგელი  ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველია; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც.
მგელი დღეს საქართველოს სოფლებისთვის სერიოზული პრობლემად იქცა. მრავალი ფაქტი დაფიქსირდა მოსახლეობაზე მგლების თავდასხმისა.

 რამ გამოიწვია მტაცებელთა ასეთი სასტიკი თავდასხმა მოსახლეობაზე. აღნიშნულ უწყებაში ჯერჯერობით ამ კითხვას ვერ უპასუხეს და მგლების გააქტიურების მხოლოდ ზოგად მიზეზებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ტყეში ჩლიქოსნების შემცირებამ მტაცებელს დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმისკენ უბიძგა. ტყეში ჩლიქოსნების შემცირების უმთავრეს მიზეზად ბრაკონიერობას ასახელებენ. ბიოლოგების ერთი ნაწილი კი დღემდე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ისევ მგლები, მათ შორის, საგანგებოდ მოშენებული წითელი მგლები არიან. ბიოლოგების – ტარიელ კაპანაძისა და ალექსი არაბულის თქმით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ «ნაკრესმა» უცხოური გრანტების მეშვეობით შემოიყვანა და გაამრავლა წითელი მგელი, რომელიც თურმე დაბალი ფეხებისა და მოქნილი სახსრების წყალობით ჯიხვსა და ნიამორს დასდევს კლდეებში. საინტერესოა, როგორ უნდა დაიცვას ხალხმა თავი გაავებული მტაცებლისგან, რომლის მოკვლაზეც სახელმწიფოსგან ჯარიმაა დაწესებული.


ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული რუხი მგლის და წითელი მგლის შესახებ:
  წითელი მგელი

 
წითელი მგელი ძაღლისებრთა ოჯახის ერთ-ერთი საინტერესო, საკმაოდ მსხვილი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 76-100 სმ-ია, კუდის - 28-48 სმ, წონა - 14-21 კგ. გარეგნულად ერთდროულად ჰგავს მგელსაც, ტურასაც და მელასაც. შემოსილია ხშირი გრძელი ბეწვით. კუდი ძალიან გრძელი აქვს და ფაფუკი, მაგრამ მელასგან განსხვავებით მისი ბოლო თითქმის შავია. თავი საკმაოდ განიერი აქვს, შედარებით მოკლე და წაწვეტებული დრუნჩით, დიდი დაცქვეტილი ყურებით. ზაფხულში სხვადასხვა ტონალობის მეწამულისფერ-ჟღალია, ზამთარში - რუხი-ჟღალი. 
მიუხედავად სახელწოდებისა, ეს ცხოველი ჩვენებური რუხი მგლის საკმაოდ შორეული თანამოძმეა. სხვათაშორის, არცთუ შორეულ წარსულში წითელი მგლის არსებობას ადასტურებდნენ ჩრდილოეთ ამერიკაშიც, მაგრამ საბოლოოდ დადგინდა, რომ ამერიკული „წითელი მგელი” რუხი მგლისა და კოიოტის ჰიბრიდია. 
წითელი მგლის გავრცელების ძირითადი არეალია: ცენტრალური და სამხრეთ აზია, ინდოჩინეთი, მალაკის ნახევარკუნძული, კუნძულები სუმატრა და იავა. შედარებით ნაკლებია შორეულ აღმოსავლეთში, დასავლეთ საიანებსა და შუა აზიაში. ალექსი არაბულის ცნობით, ეს აბეზარი მტაცებელი გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით (მათი სამეცნიერო ცენტრი ჩვენთანაც არსებობს), საქართველოშიც შემოიყვანეს. იგი ნახეს ლაგოდეხისა და ლიახვის ნაკრძალში. ერთი მათგანი მოინადირეს კიდეც და აღწერეს. 
  წითელი მგელი თითქმის ყველგან მაღალმთიანეთში ბინადრობს და ხშირად ალპურ ზონამდე ადის. იგი ტიპური მტაცებელია. თავს ესხმის ტყის ნებისმიერ ბინადარს, მაგრამ მისი ძირითადი საკვები გარეული ჩლიქოსნებია. ჩვენთან - ირემი, არჩვი და ჯიხვი. არეალის სამხრეთ ნაწილში უშიშრად შედის დასახლებულ პუნქტებში და შინაურ საქონელსაც აზიანებს. ცნობილია, რომ წითელი მგლები უპირატესად დღისით, სხვადასხვა მეთოდით ნადირობენ. წვრილ მღრნელებზე და კურდღლებზე - ცალკეულად, ხოლო მსხვილ ცხოველს ხროვად ესხმიან თავს. ხროვა, რომელშიც ყველაზე ხშირად 15-20 ცხოველია, ორგანიზებულად, შეთანხმებულად მოქმედებს და კამეჩსაც კი იმორჩილებს. 
დაუნდობელი მტაცებლები მხსვერპლს ყნოსვით ეძებენ და პოულობენ. თუ ადვილად ვერ ჩაიგდეს ხელში, მაშინ იწყება ხანგრძლივი დევნა, რომლის დროს დამახასიათებლად წკმუტუნებენ. 
  ისინი ტურასთან და მელასთან შედარებით ნელა დარბიან, მაგრამ განსაკუთრებულად ამტანები არიან და მსხვერპლს მანამდე სდევენ, სანამ მას ძალა არ გამოეცლება. როცა მსხვილ ცხოველს დაეწევიან და ალყაში მოაქცევენ, მგლები სხვადასხვა მხრიდან, მორიგეობით ჩაურბენენ ხოლმე, კბილს გაჰკრავენ და ჭრილობებს აყენებენ. ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როცა მგლები მოხერხებულად იყენებენ რელიეფის თავისებურებას - თავიანთ მსხვერპლს გზებს უჭრიან და აიძულებენ იმ მიმართულებით გაიქცეს, სადაც ფრიალო ხრამებია და განწირული ცხოველი კლდიდან იჩეხება. წითელი მგლები იშვიათად დათვსაც კი ესხმიან თავს.


ამ ცხოველის ოჯახურ ხროვებად ნადირობის ისტორიები ლეგენდების სახით არის შემორჩენილი, ზოგიერთი მათგანი მხატვრულ ლიტერატურაშიც არის აღწერილი. კაპლინგი თავის ცნობილ „მაუგლიში", „დეკანის წითელ ძაღლებში” (რომლებსაც თითებს შორის ბეწვი ეზრდებათ) სწორედ წითელ მგლებს გულისხმობდა. 
წითელი მგლის გამრავლების ბიოლოგია არასაკმარისადაა შესწავლილი. ისინი მკაცრი მონოგამები არიან - ხვადები თავგამოდებით იცავენ და მონაწილეობას ღებულობენ მოზარდი თაობის აღზრდაში. მძუნაობა იანვარ-თებერვალში მიმდინარეობს. მაკეობა 62-64 დღეს გრძელდება. ლეკვები აპრილში იბადებიან. ნაყარში საშუალოდ 5-9 ლეკვია, რომელთა წონა 200-350 გრამია. ახალ დაბადებულები მოკლე, მუქი ფერის ბალნით არიან დაფარულნი. კბილები ორ კვირაში ამოსდით. 70-80 დღეში ლეკვები ბუნაგს ტოვებენ (წითელი მგლები სოროს არ თხრიან, თავშესაფრად ბუნებრივ გამოქვაბულებს და კლდეთა შორის არსებულ ნაპრალებს იყენებენ). 7 თვის ასაკის ცხოველები ზომით მშობლებს უტოლდებიან და კოლექტიურ ნადირობებში ერთვებიან. სქესობრივ სიმწიფეს კი 2-3 წლის ასაკში აღწევენ. 

რუხი მგელი
ჩვენებური რუხი მგელი აღმოსავლეთ ევროპულ ნაგაზს („ავჩარკას”) ჰგავს, ზოგი ფიქრობს, რომ მარტოხელა მონადირეა, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი ხროვებადაც ცხოვრობენ. სიგრძეში რუხი მგელი 105-დან 160 სანტიმეტრამდე იზრდება, 35-50 კილოგრამს იწონის, იშვიათად 75-საც. 
  იკვებება როგორც შინაური, ისე გარეული ჩლიქოსნებით, კურდღლებით, ძაღლებით, წვრილი მღრღნელებით.
გამრავლების პერიოდში წყვილებად ცხოვრობენ. გვიან შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში ერთიანდებიან ხანდახან 10-12 წევრიან ჯგუფებად. გაზაფხულზე, 62-65 დღიანი მაკეობის შემდეგ ძუ მგელი აჩენს სამიდან 13-მდე, უფრო ხშირად 5 ბრმა ლეკვს, რომელთაც 10-13 დღეში აეხილებათ თვალი. როდესაც ლეკვები წამოიზრდებიან, ძუ მგელს ისინი მდინარეზე მიჰყავს და აკვირდება როგორ სვამენ წყალს. მგელი წყალს სხვამს ისე, როგორც საქონელი, შესრუტვით. მაგრამ ხდება, რომ ლეკვებს შორის გამოერევა ისეთი, რომელიც ძაღლივით თქვლეფს წყალს. ძუ მგელი მას დაუყონლებლივ შეჭამს ხოლმე. 
ზოგნი ირწმუნებიან, ვითომ მგელი ტყის სანიტარია და დაავადებულ ცხოველებს ჭამს. მგელი უსაფრდება მობალახე ცხოველებს, ელოდება როდის მიუახლოვდებიან, მერე წამოხტება და რომელიც დაფრთხება და ჯოგს გამოეყოფა, იმას გამოეკდიება. მანამდე მისდევს, სანამ არ დაღლის, წააქცევს და ისე იმორჩილებს. 
საინტერესოა, რომ წყვილები სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთის ერთგულნი რჩებიან, შვილები რომ გაიზრდებიან, მიდიან „ოჯახიდან” და თვითონაც ქმნიან „ოჯახს.” ძუ მგელი გამრავლებისთვის მზად არის 2-3 წლის ასაკში, ხვადი 5 წლისა უნდა იყოს. ძუ მგელს დაუძლურებული, მოხუცი „ქმრისთვის” რბილი ნაჭრები მიაქვს ბუნაგში. 
  მგელს სოფლის მეურნეობისთვის სერიოზული ზარალი მოაქვს და ამ 20-25 წლის წინ მასზე ნადირობა ნებადართული იყო ნებისმიერ დროს. 500 მანეთი პრემიაც იყო დაწესებული. ამიტომ მონადირეებს საგანგებო მეთოდიც ჰქონდათ შემუშავებული მგელზე სანადიროდ. ცნობილია, რომ მგლები ყმუილით ეხმიანებიან ერთმანეთს. ზოგიერთ მონადირეს შეეძლო მათი ხმების მიბაძვა და მიუხედავად იმისა, რომ მგელი ძალიან ფრთხილი ცხოველია, მაინც ტყუვდებოდა ხოლმე. 
თუ მონადირე ნახავდა მგლის მიერ მოკლულ ცხოველს, იმავე ღამეს წაიყვანდა თავის მეწყვილე მონადირეს. ორი იმიტომ იყო საჭირო, რომ მგელი შორიდან უვლიდა თავის მიერ მოკლულ მსხვერპლს, რომ დარწმუნებულიყო ახლო-მახლო ადამიანის ნაკვალევი არ არისო. მისთვის „ეჭვი რომ გაეფანტათ” ერთი მონადირე შეისვამდა მეორეს ზურგზე, 80-100 მეტრიდან მიიყვანდა ახლოს, დატოვებდა ბუჩქებში, თვითონ გამობრუნდებოდა, მგელი მოივლიდა იქაურობას, ნახავდა, რომ ერთი ადამიანი მოსულა და წასულა, მეორეს ნაკვალევი (სუნი) არ არის. მგელი დაიყმუვლებდა, ჩასაფრებული მონადირე გამოეხმაურებოდა და „სრული ნდობა” მოპოვებული იყო. ასე ახერხებდნენ მგლის მოკვლას და კარგ პრემიასაც ღებულობდნენ. 

მგლის თვისებები ნადირობისას
  მგლისათვის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია ტერიტორიის სუნით დანიშვნა. ნებისმიერი მგელი ყნოსვით გრძნობს ამა თუ იმ ხროვის მიერ დანიშნულ ტერიტორიას და თავს არიდებს მას შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. ერთმანეთის ადგილმდებარეობის გარკვევის მეორე ძირითადი ხერხია ყმუილი. მგლების ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად მგლები ხშირად ყმუიან, რითაც დაპირისპირებულ ხროვას ანცნობენ თავიანთ ადგილსამყოფელს. ყმუილს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის დანარჩენი წევრები ჰყვებიან მას მომღერალთა გუნდის პრინციპით; ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩანს მგლებისთვის, რომ თითქოს ეს მათთვის ერთგვარი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია. ზამთრის მიგრაციის დროს მგლების ხროვის ყმუილი მუდმივ ხასიათს ატარებს, ამით ისინი ხვდებიან, თუ რომელი ტერიტორიებია დაკავებული. თუ ხროვა მცირე რიცხოვანია და შედარებით სუსტი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და ტყეში მალულად ხეტიალობს. რათა არ გადააწყდეს თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგს. ამავე მიზეზით, ეული მგლები, როგორც წესი, ყმუილისგან თავს იკავებენ.
ხშირ შემთხვევაში მგლების ხროვა სიჩუმეს ამჯობინებს ჩასაფრების მიზენით. ასეთი მოქმედება ახასიათებთ იმ მგლებს, რომლებიც ბინადრობენ ისეთ მიდამოებში, სადაც თავისუფალი ტერიტორიები იშვიათია და მის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო. გვიან შემოდგომაზე მგელი იცვლის თავის ჩვევებს: ტყეში დანიშნულ ტერიტორიაზე, ხეტიალის ნაცვლად, იგი ემზადება გამრავლების სეზონისათვის – ეძებს მყუდრო ბუნაგს. ბუნაგის მოძებნა მაკე მდედრის პრეროგატივაა.

  მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით, რის დაჭერასაც მოახერხებს. ზაფხულში მგლის საკვებს წარმოადგენს ჩიტი, ბაყაყი, ხოჭო და ზოგჯერ ხილისა და ხავსურას უჩვეულო "სალათი”. ხშირად მგელი იკვებება ლეშითაც. ნადირობისას მგელი ამჯობინებს დიდი ზომის მსხვერპლს, რათა სრულად აინაზღაუროს დახარჯული ენერგია. ეული მგლის ჩვეულებრივ მსხვერპლს წაროადგენს მცირე ზომის ირემი, ან ცხვარი. მგლის ხროვა კი ცდილობს რაც შეიძლება დიდი ზომის მსხვერპლი მოინადიროს. თუ სანადიროდ გადის მთელი ხროვა, მას შეუძლია დაამარცხოს 500 კგ-მდე წონის დიდი ცხენ-ირემიც კი, რომელიც თავისი წონით ათჯერ მაინც აღემატება მგელს. ასეთი დიდი ნადავლის დაჭერისა და შთანთქმისათვის საჭიროა სიძლიერე, ენერგია, გაბედულობა და გუნდური თანადგომა. ხროვებად ნადირობისას მგლების ნადავლი მეტად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. ნადირობისას მგელი იყენებს ერთ-ერთ ძირითად შეგრძნებას – ყნოსვას. როდესაც მგლების ხროვა შეიგრძნობს მსხვერპლის ნაკვალევს, მისი ყველა წევრი წუთიერად ჩნდება , თავს ხრის შეგრძნებული სუნის მიმართულებით და კუდს აქიცინებს განსაკუთრებული წესით.შემდგომი მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც იმყოფება ხროვა: ტრიალ მინდორში მგლები პირდაპირ შეტევაზე გადადიან, ხოლო ტყეში კი ადვილი შესაძლებელია ჩუმად მიპარვა მსხვერპლთან. ყნოსვის გამოყენებით მგლების ხროვა უსაფრდება მსხვერპლს და ალყაში აქცევს მას. ნადირობისას მგელი წარმატებას ახწევს ეულად მოხეტიალე ცხოველებთან, მაგალითად, ცხენ-ირემთან. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ყნოსვით გრძნობს მგლის მოახლოვებას და თავდაცვით რეაქციას ამძაფრებს.
  მგლების მიზნის ქვეშ მყოფი ჯოგები, ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ უსუსური წევრების დაცვას, ამ დროს ისინი ირქინებიან ან წიხლებით იგერიებენ მგელს. თუმცა მგლები უსაფრდებიან ასეთ ჯოგებს და ელოდებიან სათანადო მომენტს, რათა უბრძოლველად ჩაიგდონ ხელში იოლად მოსაპოვებელი ნადავლი. ზოგჯერ მგელი უკან იხევს, თუმცა თუ მან ცხოველთა ჯოგში ძალიან ახალგაზრდა ან ავადმყოფი წევრი შენიშნა, ელოდება თავის შანსს. მგლის შანსები ნადირობისას გაცილებით მაღალია გუნდური მოქმედების დროს. ამ დროს ორი ან სამი მგელი ჩასაფრებულია, დანარჩენები კი თავს ესხმიან მსხვერპლის ჯოგს, პანიკაში აგდებენ მას და მახისაკენ იტყუებენ. ამის შემდეგ ისინი თავს ესხმიან მსხვერპლს და ამ დროსაც გუნდურად მოქმედებენ. პირველად საკვებს მიირთმევს ხროვის ლიდერი, იგი ნაკუწებად აქცევს მსხვერპლს, რის გამოც მთლიანად ისვრება სისხლში. მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ სხვა მგლებს ჭამის უფლება. თუ ნოყიერი სადილის შემდეგ მგლებს რჩებათ საკვები, მას მიწაში ფლობენ მომავლისათვის, ან უბრალოდ თავს ანებებენ.  სადილის შემდეგ მგელი პირს იბანს უახლოეს წყაროზე, შემდეგ იძინებს. გაღვიძებული ისევ იწყებს საკვებზე ზრუნვას.

  საქართველოში მგლების გავრცელების არეალი ამ ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა, რაც ზემოთ აღნიშნულმა პრობლემამ გამოიწვია.

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: beqa90 (2011-06-11)
ნანახია: 1974 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024