მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
პარასკევი
2024-04-19
5:03 AM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [36]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

”ივრის ჭალები” სამონადირეო მეურნეობა└─► (დააჭირეთ აქ)
└─► (დააჭირეთ აქ)

კომპანია ”ყაზბეგს” სამონადირეო მეურნეობა ”ივრის ჭალები” კახეთში ყორუღისა და ჭაჭუნას აღკვეთილში აქვს. მეურნეობას საგარეჯოს რაიონში 1000, ხოლო დედოფლისწყაროს რაიონში 700 ჰექტარი ფართობი უკავია. მდინარე ივრის ჭალებში თევზაობის გარდა, ღორზე, ხოხობზე, სხვადასხვა სახეობის წყალმცურავ ფრინველზე

(იხვი, ბატი და სხვა), ასევე მტაცებლებზე – მგელზე, ტურაზე, კატასა და მელიაზე არის ნადირობა შესაძლებელი. ნადირობის სეზონი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება და პირველ იანვრამდე გრძელდება. გამონაკლისის სახით-ტახზე ნადირობა პირველ თებერვლამდეა ნებადართული. სამონადირეო მეურნეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურაც არის განვითარებული. მონადირეებისა და მეთევზეთათვის განკუთვნილ სასტუმროს ერთდროულად 12-15 სტუმრის მომსახურება შეუძლია.
ივრის ზეგანზე ჩამოყალიბებულია მშრალი სუბტროპიკული ვაკე-წვრილმთიანეთის სტეპური და არიდული ტყე-ბუჩქნარის ლანდშაფტები. ახასიათებს მაღლობ-წვრილმთიანი რელიეფი, ანტიკლინური სერები და სერებშორისი ვაკე-ტაფობები, პლატოები და მშრალი ხევ-ხეობები. ჰავა მშრალი კონტინენტურია. 
ზამთარი ცივი, ზაფხული ცხელი და გვალვიანია. გაბატონებულია დასავლეთის ქარები, განსაკუთრებით ძლიერი ქარი იცის ზამთარში. ასეთ კლიმატურ პირობებში მცირე და საშუალო სისქის შავმიწა, წაბლა, დამლაშებულ, გაჯიან და ტყის რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე გავრცელებულია სტეპისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, ზოგან ნათელი ტყე-ბუჩქნარი.

კომპანია „ყაზბეგის" გარდა ქვეყანაში ამჟამად სულ 30-მდე სამონადირეო მეურნეობა არის შექმნილი. ცხოველებზე ნადირობას და სამონადირეო მეურნეობის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აკონტროლებს. ყოველწლიურად ტარდება ფრინველთა და ცხოველთა  მონიტორინგი, რაზეც არსებობს შესაბამისი, ზოოლოგიური აუდიტის დასკვნები.

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: beqa90 (2011-06-11)
ნანახია: 1366 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024