მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
სამშაბათი
2024-04-23
6:14 PM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [36]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

იხვი└─► (დააჭირეთ აქ)

     ხ             იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი. გაერთიანებული არიანიხვისებრთა ოჯახში. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იხვები იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვები, ყვინთიები დაბატასინები. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენენ. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნამდვილ იხვებს გემრიელი ხორცი აქვთ. წონა მერყეობს 250-იდან 2000 გრამამდე. ყვინთიებისა და ბატასინების ხორცი უფრო დაბალი ღირსებისაა.

იხვები მიმოფრენი ფრინველებია. საქართველოში 8 გვარის 12 სახეობაა, რომელთა უმრავლესობა აქ მიმოფრენისა და ზამთრის პერიოდებში გვხვდება. ზოგი ბუდობს კიდეც ზოგიერთი შიდა წყალსატევების ნაპირებზე. საქართველოში (ჯავახეთში) მობუდარი იხვებიდან აღსანიშნავია: წითელი იხვი (Casarca frruginea), თეთრშუბლა იხვი (Anas penelope), გარეული იხვი (Anas platyrtynchos), წითელნისკარტა ყურყუმელა (Netta rufinae), ქოჩორა ყურყუმელა (Nyroca fuligata) და სხვა.შინაური იხვი (Anas domestica) წარმოშობილია გარეული იხვისაგან,რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1000-ზე ადრე მოიშინაურეს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-7 თვისა. კვერცხების ყოველ ციკლში (5-6 თვე) დებს 90-130 კვერცხს, თითოეული 85-90 გრამს იწონის. კვერცხის საინკუბაციო ვადაა 27-28 დღე. მოზრდილი მამალი იხვი იწონის 3-5 კგ, დედალი - 2-3,5 კგ. პროდუქტიულობის მიხედვით იხვების ჯიშები იყოფა: სახორცე (პეკინური, უკრაინული რუხი, შავი თეთრგულა და სხვა), სახორცე-მეკვერცხული ან მეკვერცხულ-სახორცე (ხაკი-კემპბელი, ფრთასარკა და სხვა) და მერვერცხული (ინდური მარბოლარები). სახორცედ კლავენ - 50-55 დღის იხვებს, როცა თითოეული 2,5 კგ და მეტს იწონის.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, საქართველოში იხვები შემოიყვანეს და მოამრავლეს XVII საუკუნეში. აქ მისი სახორცედ გამოზრდა ყველა კლიმატურ ზონაში შეიძლებოდა.


იხვზე ნადირობის ზოგიერთი თავისებურება.


პატარა წერილში იხვზე ნადირობის სრულყოფილად გადმოცემა შეუძლებელია. შევჩერდებით მხოლოდ იმ ზოგიერთ თავისებურებაზე, რის ცოდნაც აუცილებელია დამწყები მონადირისათვის.
უპირველეს ყოვლისა ისმის კითხვა: რომელი საფანტი ვესროლოთ იხვს? არსებობს იხვის მრავალი სახეობა. გასათვალისწინებელია ტანის სიდიდე და ჭრილობისადმი მისი საფარის (ბუმბულის) მდგრადობა (უნდა გვახსოვდეს, რომ სანადირო ფრინველთა შორის ბატი და იხვი უფრო ფრთხილია და ჭრილობისადმი მდგრადი საფარის მქონეც). აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი და იგივე სახეობის იხვს 10-15 გრადუს სიცივეში უნდა ვესროლოთ უფრო მსხვილი საფანტი. ამ და ზოგიერთ სხვა გარემოებათა გამო იხვზე ნადირობისას შეიძლება გამოვიყენოთ 3.4.5.6. ნომერი საფანტი.
კარგმა მონადირემ იცის, რა მანძილზე ეროლოს ამა თუ იმ ნადირ-ფრინველს. ნადირობის ეთიკას მოკლებული ზოგიერთი პიროვნება შუაგულ ტბაში მსხდომ იხვებს 100-150 მეტრით დაშორებული ნაპირიდან ესვრის. ეს არ შეიძლება. უშედეგოდ რატომ უნდა დავარღვიოთ მყუდროება? შეიძლება ზოგიერთმა განაცხადოს, რომ თვითონ 100 მეტრის სიმაღლიდან მოხსნა იხვი. ცხადია ასეთი მონადირის მიერ იხვის ფრენის სიმაღლის განსაზღვრა მეტისმეტად სუბიექტურია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება 60-70 მეტრ სიმაღლეზე იხვი შემთხვევით სასიკვდილოდ დაიჭრას და იგი მონადირის ნადავლი გახდეს. ეს მაშინ, როცა ძლიერი ჩოკის მქონე თოფის ლულიდან გასროლილი ზოგიერთი მსხვილი საფანტი (მაგ. 3 ნომერი) 70 მეტრზე ინარჩუნებს 150 მწ სიჩქარეს.
ასეთი საფანტი შეიძლება შემთხვევით მოხვდეს იხვს თავში. მაგრამ თუ ამავე მანძილზე სხეულში მოხვდა, იხვი მსუბუქად დაიჭრება, თანდათან დასუსტდება, ბოლოს კი მატაცებელ ნადირ-ფრინველთა ლუკმა გახდება. ამიტონ ფრინველზე ნადირობის დროს 50 მეტრზე უფრო შორს საფანტის სროლა არ შეიძლება. სროლის საუკეთესო მანძილად ითვლება 30-45 მეტრი. ამ სიმაღლეზე საფანტის კონის სიფართე, განლაგების თანაზომიერება და სიმკვეთრე ოპტიმალურია და დამიზნებაში დაშვებული მცირეოდენი შეცდომა არსებით გავლენას არ ახდენს სროლის შედეგზე.
იხვზე ნადირობისას სხვადასხვანაირად ზუსტი სროლა იმიტომ არის საჭირო, რომ მონადირე ყოველთვის ერთ მდგომარეობაში არ არის. თუ იხვი წყალში ცურავს, საჭიროა თოფი დავუმიზნოთ ისე, რომ თამასის შუა ნაწილსა და სამიზნეზე გავლებული წარმოსახვითი სწორი ხაზი კვეთდეს ფრინველის წყალზე მუცლით შეხების ადგილს. ზუსტად დამიზნების შემთხვევაში 45-50 მეტრზე დამჯდარი იხვის მოკვლა უფრო ძნელია, ვიდრე გაფრენილისა. თუ მაქსიმალურ მანძილზე შეფარდებით მსხვილ(მაგ. იხვზე ნადირობისას 3-4 ნომერ) საფანტს ვესვრით, მაშინ შეიძლება მიტანის სიჯგუფე საკმარისი არ აღმოჩნდეს და სანადირო ობიექტი საფანტებს შორის მოექცეს. დამჯდარი იხვის სხეულის საფარი ჭრილობისადმი უფრო მდგრადია, ვიდრე აფრენილისა. ჰაერში იხვის სისწრაფე და ფრთების მოძრაობა ზრდის სროლის მომაკვდინებელ არეს. ჩასაფრებით იხვზე ნადირობისას უკეთესია ვესროლოთ შემხვედრი მიმართულებით მფრინავს. ასეთ შემთხვევაში წარმატებით ნადირობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვემზადებით სასროლად. შემხვედრი მიმართულებით მფრინავი იხვი, როგორც კი საფარს დაუახლოვდება 25-30 მეტრზე, თოფმომარჯვებული მონადირე სწრაფად უნდა წამოდგეს. იხვი მაშინვე შეიცვლის მიმართულებას (მარჯვნივ ან ზევით) დაკარგავს სიჩქარეს და მკერდითა და მუცლით მონადირესკენ მოექცევა. ამ დროს იხვს ოდნავ წინ დავუმიზნებთ და ლულებს ფრენის მიმართულებით თანაბარზომიერად ვამოძრავებთ, ისე, რომ სასხლეტზე თითის დაწოლის დროს მას არ გავაჩერებთ. საფანტი იხვს მოხვდება და უეჭველად ჩამოვარდება.
ტბებსა და მდინარეებზე ნავით ნადირობისას სასროლად წამოდგომა დაუშვებელია, რადგან იგი უმრავლეს შემთხვევაში მარცხით მთავრდება. ასეთ დროს უნდა დავჯდეთ ან დავიჩოქოთ და ისე ვესროლოთ. როცა შემხვედრი მიმართულებით მფრინავი იხვი 45-50 მეტრზე მოგვიახლოვდება, თოფი უნდა დავუმიზნოთ ნისკარტში. ლულებით უნდა დავფაროთ იხვი და დავაწვეთ სასხლეტს. თუ ლულებით იხვის დაფარვა ზედმეტი მოგვივიდა და საფანტის კონამ იხვის წინ გაიარა, იგი თითქმის იმავე მდგომარეობაში ჩერდება როგორც ზემოთ იყო აღწერილი. ესე იგი , იცვლის ფრენის მიმართულებას, რის გამოც მიზნის მიღწევა უფრო ადვილდება მეორე ლულიდან გასროლით.
როცა იხვი უკნიდან წინ გადაგვიფრენს, მას თოფი ისე უნდა დავუმიზნოთ, რომ "დამიზნების ხაზმა" გაიაროს იხვის ნისკარტის ცოტა წინ. დამიზნების ეს მდგომარეობა თოფის ლულების თანაბარზომიერი მოძრაობით შენარჩუნებული იქნება სასხლეტზე თითის დაწოლამდე. ზოგიერთი მონადირე დამიზნების შემდეგ თოფის ლულების მოძრაობას წყვეტს და ისე აწვება სასხლეტს. ამ შემთხვევაში საჭიროა თოფი დავუმიზნოთ უფრო წინ. თუ გასროლის შემდეგ იხვმა რამდენადმე მაღლა აიწია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ზედმეტად წინ მოგვიწია სროლა (საფანტმა ქვევით გაიარა)
ჩვენგან მარჯვნივ ან მარცხნივ, ან პირიქით მფრინავ იხვს ერთნაერად უნდა ვესროლოთ. პირველსა თუ მეორე შემთხვევაში თოფი ჯერ უნდა დავუმიზნოთ და შემდეგ ლულების თანაბარ ზომიერი მოძრაობით დამიზნების ხაზი დაახლოებით ნახევარი მეტრით გადავიტანოთ იხვის წინ, თანაც სასხლეტს დავაწვეთ.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: beqa90 (2011-05-22)
ნანახია: 2670 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024