მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
სამშაბათი
2024-04-16
8:05 AM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ვიდეოები ნადირობაზე [57]
online ფილმები ნადირობაზე [36]
ყიდვა-გაყიდვა [0]
ფოტოალბომი [0]
პროგრამები [27]
კ ლ ი პ ე ბ ი [30]
კერძები [55]
ვაზნები [20]
სურათები [16]
მეძებრები [9]
მდევრები [2]
ფ ი ლ მ ე ბ ი [1]
სანადირო თოფები [6]
თამაშები ნადირობაზე [5]
გაწვრთვნა და დაგეშვა [4]
კვება, გაზრდა და მოვლა [3]
ვეტერინარის რჩევები [5]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » მაისი » 24 » ოვერნული ბრაკი
6:02 PM
ოვერნული ბრაკი
ოვერნული ბრაკი ანუ ოვერნული პოინტერის სამშობლო სამხრეთ–დასავლეთ საფრანგეთია, კერძოდ, ოვერნოს ოლქი, რომელიც გასკონიას ესაზღვრება. ამიტომ ერთ–ერთი გავრცელებული ვერსიით, ეს ჯიში გასკონიური მდევრის ბაზაზეა გამოყვანილი. თუმცა დღეისათვის უფრო მისაღებად მეორე ვერსია ითვლება. ამბობენ, რომ ოვერნული პოინტერის წინაპარი ძაღლები საფრანგეთში 1798 წელს მალტის ორდენის დაშლის შემდეგ სამშბლოში დაბრუნებულმა რაინდებმა შეიყვანეს. დროთა განმავლობაში ისინი ადგილობრივ მდევრებთან შეაჯვარეს და ახალი ჯიში მიიღეს.

ოვერნული ბრაკი – მოკლებეწვიანი, ძლიერი აგებულების მეძებარია რომელსაც საფრანგეთის მაღალმთიან რეგიონებში, ძირითადად, წვრილ ნადირ–ფრინველზე სანადიროდ იყენებენ. მსხვილი ზომის მიუხედავად, ბრაკი მსუბუქი და ელეგანტური ძაღლის შთაბეჭდილებას ტოვებს. რბილი ხასიათის წყალობით, ყოველგვარი ძალდატანებისა და სიმკაცრის გარეშე, პატარა ასაკიდან წვრთნიან და გეშავენ. ამ ჯიშია ძაღლებს შესანიშნავი ყნოსვა აქვთ, კარგად მუშაობენ კვალზე (უხმოდ), არ ერიდებიან წყალს; ენერგიას გამოზომილად ხარჯავენ და დაუღლელად დიდხანს ნადირობენ. ამასთან ერთად, ოვერნული პოინტერი მოსიყვარულე, ალერსიანი, პატრონზე მიჯაჭვული კომპანიონია. ოვერნული ბრაკი ბინის პირობებშიც ადვილი შესანახია

ექსტერიერის ძირითადი შტრიხებია:

თავი – დრუნჩი აქვს ზომიერად გრძელი, თავის ქალა განიერი, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული, ცხვირის კეხი სწორი, ლაშები მძიმე.
თვალები – საშუალო ზომის, მუქი ყავისფერი, ქუთუთოები შავი.
ყურები – საკმაოდ გრძელი, ნაკეცებიანი; ქვემოთ დაყენებული, ჩამოკიდებული, ღაწვებზე მჭიდროდ მიკრული.
კისერი – საკმაოდ გრძელი და ძლიერი, შეუმჩნეველი ღაბაბით.
ტანი – კორპუსი ძლიერი კონსტრუქციის, კვადრატული ფორმატის, მკერდი ღრმა, ნეკნები გამობურცული. ზურგი მოკლე და სწოორი. წელი მოკლე, ოდნავ ამობურცული, კარგად განვითარებული მუსკულატურით. გავა ფართო, ძლიერი, ფაქტობრივად, დაქანების გარეშე.
კიდურები – მსხვილძვლოვანი, დაკუნთული. თათები კომპაკთური, შეკრული თითებით, უხეში ბალიშებით.
კუდი – საშუალო სისქის, ერთი მესამედი კუპურებული.
ბეწვი – მოკლე, ნაკლებად რბილი, მაგრამ არაუხეში.
ფერი – თეთრი შავად დაწინწკლული; თეთრი შავი წინწკლებითა და დიდი შავი ლაქბით; ნაცრისფერი ჭაღარით; ნაცრისფერ–ჭაღარა დიდი შავი ლაქბით. თავი ყოველთვის შავი, უმნიშვნელო თეთრი ლაქით.
ზომა – ხვადების სიმაღლე 57–63 სმ, ძუების – 55–60 სმ. წონა 22–25 კგ.

კატეგორია: მეძებრები | ნანახია: 1110 | დაამატა: beqa90 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024