მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
პარასკევი
2024-04-19
3:39 AM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ვიდეოები ნადირობაზე [57]
online ფილმები ნადირობაზე [36]
ყიდვა-გაყიდვა [0]
ფოტოალბომი [0]
პროგრამები [27]
კ ლ ი პ ე ბ ი [30]
კერძები [55]
ვაზნები [20]
სურათები [16]
მეძებრები [9]
მდევრები [2]
ფ ი ლ მ ე ბ ი [1]
სანადირო თოფები [6]
თამაშები ნადირობაზე [5]
გაწვრთვნა და დაგეშვა [4]
კვება, გაზრდა და მოვლა [3]
ვეტერინარის რჩევები [5]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » მაისი » 24 » ირლანდიური სეტერი
7:15 PM
ირლანდიური სეტერი
ირლანდიური სეტერი ჩამოყალიბდა როგორც განკერძოებული ჯიში მას შემდეგ, რაც მოხდა სეტერების დაყოფა ფერის მიხედვით.

დაახლოებით XX საუკუნის შუა წლებში ირლანდიაში გამოყვანილი წითელ-ჭრელი სეტერებისგან უპირატესად წითელი ფერის ძაღლების გადარჩევის გზით გამოყვანილ იქნა მთლიანად წითელი შეფერილობის სეტერი, ისეთი, როგორიც დღესაა ცნბილი. ეს არის ელეგანტური ძაღლი კარგად განვითარებული სამონადირეო თვისებებით, რომლებმაც თავისი ძალა არ დაკარგეს მას შემდეგაც, რაც ირლანდიური სეტერები თავისი ელეგანტურობისა და სილამაზის გამო, ხშირად მოწყვეტილნი იყვნენ ნადირობას და მხოლოდ ნატიფ, მოდურ ძაღლებს წარმოადგენდნენ. მას აქვს კარგად განვითარებული სამონადირეო ინსტიქტი და თანმიმდევრული წრთვნის შედეგად მისგან შესანიშნავი მონადირე ძაღლი გამოდის, რომლის გამოყენება შეიძლება უნივერსალურ სამუშაოებში, რადგან მას აქვს წყალში მუშაობის და აპორტირების თანდაყოლილი სიყვარული.

სტანდარტი:

ზოგადი აღწერილობა: სწრაფი, რბილი, ჭკვიანი და ლამაზი ძაღლის კეთილშობილი ტიპი.

თავი და ქალა: თავი – გრძელი, მშრალი და ვიწრო. ქალა – ყურებს შორის ოვალური; კეფის ბორცვი კარგად განვითარებული, დრუნჩი გრძელი, მსუბუქი, მშრალი, საკმაოდ ღრმა; ნესტოები – ფართო, გაშლილი; ტუჩები – წვრილი, მშრალი; ცხვირის ბიბილოს ფერი – მუქი წითელი, მუქი ყავისფერი, უპირატესად შავი; თვალები – ყავისფერი ან მუქი ყავისფერი, არ უნდა იყოს ძალიან მსხვილი; მზერა – ჭკვიანი. ყურები – საშუალო სიდიდის, წვრილი, დაბლა დასმული, კეფასთან ახლოს. ლამაზი ნაკეცებით დაშვებული და მჭიდროდ მიკრული ღაწვებზე.
კისერი – საშუალო სიგრძის, ძალიან დაკუნთული, ოდნავ მოხრილი, კანის ნაკეცების გარეშე;

ტანი – სიმეტრიული, ოდნავ ამოზნექილი ნეკნებით; მკერდი – ღრმა, წინიდან ოდნავ ვიწრო; ზურგი – მოკლე, სწორი; წელი – დაკუნთული, ოდნავ ამოზნექილი; გავა – დაკუნთული, ოდნავ დაქანებული.

წინა კიდურები: ბეჭები – გრძელი, ირიბად დაყენებული; წინა ფეხები – სწორი, დაკუნთული, პარალელური.

უკანა კიდურები: თეძოები – ფართო, ძლიერი და გრძელი; მუხლის და ხტუნვითი სახსრები – დაახლოებული ან ამოტრიალებული.
კუდი – საშუალო სიგრძის, ძაღლის სიდიდის პროპორციული, ოდნავ დაბლა დასმული, თავიდან მსხვილი და თანდათან წვრილდება ბოლოსკენ.

ბეწვი: ბეწვი თავზე, ფეხების წინა მხარეს და ყურების ბოლოში – მოკლე, წვრილი; ტანის დანარჩენ ადგილებზე საშუალო სიგრძის, გლუვი; ყურების ზედა ნაწილზე და წინა და უკანა ფეხების უკანა მხარეს გრძელი, ე.წ. ,,შარვლის” შემქმნელი მთელი ბეწვი ბრწყინვალე, სწორი, პრიალა.

შეფერილობა– მუქი წითური, ყოველგვარი შავი კვალის გარეშე, დასაშვებია თეთრი ნიშნები მკერდზე, ხორხზე, თათებზე ან წვრილი ზოლი დრუნჩზე.

კატეგორია: მეძებრები | ნანახია: 1449 | დაამატა: beqa90 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024