მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
ოთხშაბათი
2024-04-24
6:55 PM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ვიდეოები ნადირობაზე [57]
online ფილმები ნადირობაზე [36]
ყიდვა-გაყიდვა [0]
ფოტოალბომი [0]
პროგრამები [27]
კ ლ ი პ ე ბ ი [30]
კერძები [55]
ვაზნები [20]
სურათები [16]
მეძებრები [9]
მდევრები [2]
ფ ი ლ მ ე ბ ი [1]
სანადირო თოფები [6]
თამაშები ნადირობაზე [5]
გაწვრთვნა და დაგეშვა [4]
კვება, გაზრდა და მოვლა [3]
ვეტერინარის რჩევები [5]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » მაისი » 24 » ინგლისური სეტერი (ლავერაკი)
7:03 PM
ინგლისური სეტერი (ლავერაკი)
ინგლისური სეტერი გამოყვანილ იყო გრძელბეწვიანი ინგლისური მეძებრისაგან, რომელიც ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დასაწყისში გამოყავდათ შეფერილობის გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ სამუშაო გამოყენებისთვის. 1830 წლიდან დაიწყეს სეტერების გამოყვანა შეფერილობის მიხედვით. ასე მაგალითად: ირლანდიაში ჭარბობდნენ წითელწინწკლებიანი ძაღლები, სამხრეთ ინგლისში – თეთრი, შავი, ყავისფერი და ნარინჯისფერი – ყვითელი ლაქებით; ხოლო შოტლანდიაში – შავი, წითური ელვარებით.

თეთრი სეტერის (ე.წ. ინგლისურის) გამოყვანაში დიდი დამსახურება მიუძღვის ინგლისელ მენაშენეს (ძაღლ. მომშენებელს) ლავერაკს. რომელსაც ისინი დიდი რაოდენობით გამოჰყავდა და ახლო ნათესაური გამრავლების გზით დაამკვიდრა თავისი ტიპი იმ ჯიშში, რომელიც დღემდე შემორჩა. ამიტომ ხშირად ინგლისურ სეტერს ლავერაკს უწოდებენ. ინგლისური სეტერი კეთილშობილი, ლამაზი ძაღლია, ძალიან ძლიერი ალღოთი, სწრაფი სვლით და შორს ძებნის უნარით, მტკიცე ნაბულით, რომელიც ხასიათდება იმით, რომ ნანადირევს წინ ჩაუჯდება. აქედან მოდის სეტერის სახელწოდება ( "To Set” – დაჯდომა).

სტანდარტი:

ზოგადი აღწერილობა: მშვიდი, ალერსიანი ძაღლი; ძლიერად განვითარებული სამონადირეო ინსტიქტით; საშუალო სიმაღლის, პროპორციული აგებულების, ელეგანტური მოძრაობების და ლამაზი გარეგნობის მქონე.

თავი და ქალა: თავი – გრძელი, მშრალი, მკვეთრად გამოხატული გადასვლით შუბლიდან დრუნჩისკენ. ქალა – ოვალური; ყბები კარგად განვიTარებული; ნესტოები – ფართოდ დაყენებული; ცხვირის წვერი – შავი ან მუქი ყავისფერი, ბეწვის ფერის შესაბამისად; თვალები – მრგვალი ფორმის, სწორად დაყენებული და რაც უფრო მუქია, მით უკეთესია; ყურები – საშუალო სიგრძის, დაბლა დაყენებული, დაშვებული ნაკეცებად და მჭიდროდ მიკრული ღაწვებზე, ყურის ზედა ნაწილი დაფარულია წვრილი აბრეშუმისმაგვარი ბეწვით; კისერი – გრძელი, მშრალი, დაკუნთული; კანი – ნაკეცების გარეშე; ტანი – ზომიერი სიგრძის, ზურგი მოკლე და სწორი; წელი – მოკლე, ფართო, მაგარი და დაკუნთული; მკერდი საკმაოდ ღრმა.

წინა კიდურები: ბეჭები ირიბად დაყენებული, გრძელი; მხრები კარგად განვითარებული კუნთებით.

უკანა კიდურები: თეძოები კარგად განვითარებული, რელიეფური, გრძელი; მუხლისთავები მრგვალი, ძლიერი; წვივები – გრძელი; ხტომის კუნთები – კარგად განვითარებული.

კუდი – საშუალო სიგრძის, სწორი ან ხმლისებური.

ბეწვის საფარი: ბეწვი თავზე და ფეხების წინა მხარეზე – მოკლე; ყურებზე და მთელ ტანზე – გრძელი, ოდნავ ტალღოვანი და ბრწყინვალე.

ფერი: თეთრი, შავი, ყვითელი, აგურისფერი, მუქი ყავისფერი ლაქებით ან წინწკლებით. შეიძლება იყოს სამფეროვანი, ანუ თეთრ ფონზე შავი და წითური ნიშნებით. უპირატესობა ენიჭება წვრილწინწკლებიანს და არა ფართოლაქებიანს.

წონა: ხვადი 27-30კგ, მდედრი – 25-28კგ;

სიმაღლე: ხვადი – 64,8-68,5სმ, ძუ – 61-65სმ.

ნაკლოვანებები: უხეში, მასიური მხრები; მოკლე და წაწვეტებული დრუნჩი; განუვითარებელი კეფის ბორცვი; 

მაღლადაყენებული ყურები; ძალიან გრძელი წელი; ფართოდგაშლილი თათები; უკანა კიდურების პირდაპირი დგომი; ვიწრო გავა; მაღლა აწეული კუდი; შეზღუდული მოძრაობები.

კატეგორია: მეძებრები | ნანახია: 1617 | დაამატა: beqa90 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024