მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
სამშაბათი
2024-04-23
6:17 PM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ვიდეოები ნადირობაზე [57]
online ფილმები ნადირობაზე [36]
ყიდვა-გაყიდვა [0]
ფოტოალბომი [0]
პროგრამები [27]
კ ლ ი პ ე ბ ი [30]
კერძები [55]
ვაზნები [20]
სურათები [16]
მეძებრები [9]
მდევრები [2]
ფ ი ლ მ ე ბ ი [1]
სანადირო თოფები [6]
თამაშები ნადირობაზე [5]
გაწვრთვნა და დაგეშვა [4]
კვება, გაზრდა და მოვლა [3]
ვეტერინარის რჩევები [5]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » მაისი » 24 » ბასეტ ჰაუნდი
7:46 PM
ბასეტ ჰაუნდი
ეს წყნარი და ცოტა ზარმაცი, მაგრამ სასარგებლო მონადირე ცხოველია. საოცრად მოძრავი და ენერგიულია. შეუძლია ხშირ ბუჩქნარში სუნზე მისდიოს კურდღელს, ბოცვერს და ხოხობს.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბასეტი პოპულარული მულტფილმის გმირია (ფრედ ბასეტი).

ისტორია
ეს ჯიში მეთექვსმეტე საუკუნის დამლევს გაჩნდა საფრანგეთში. მისი სახელი "Basset” მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან "Bas”, რაც დაბალს ნიშნავს. ბასეტის თავის მოყვანილობითა და მძაფრი ყნოსვის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ბლადჰაუნდის ჯუჯა მუტაციის შედეგია. ბასეტს დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე არ იცნობდნენ. პირველად 1875 წელს ვულვერჰემპტონის ძაღლების გამოფენაზე იხილეს. ბასეტის კლუბი 1883 წელს დაარსდა. დედოფალი ალექსანდრა – ედუარდVII-ის მეუღლე, ბასეტის გულშემატკივარი და გამოფენის მუდმივი მონაწილე იყო. მისმა ერთ-ერთმა ძაღლმა 1909 წელს კრაფტში გაიმარჯვა.

ხასიათი
სევდიანი გამოხედვის მიუხედავად, ბასეტი მხიარული და კომუნიკაბელური ცხოველია. მას ბევრი ვარჯიში და სოფლის გზებზე გასეირნება სჭირდება, რათა ბუჩქნარის ჩხრეკით გული იჯეროს.
სახლში ყოფნას თუ შეეჩვია შეიძლება გასუქდეს და ართრიტი დაემართოს.

შესანიშნავი სანადირო თვისებები
გარეგნობის მიხედვით ძნელი წარმოსადგენია, რომ ბასეტი ბრწყინვალე მონადირეა და გაშლილ ველზე ნადირობისას განსაკუთრებული ამტანობით გამოირჩევა.

ზომა

იდეალური სიმაღლე: 33-38 სმ

ზარივით ხმა
ბასეტს ყეფისას ზარივით ხმა აქვს. ამ ძაღლების ხროვის ყეფა თუ ერთხელ მოისმინეთ არასოდეს დაგავიწყდებათ.

გარეგნობა
თავი: გუმბათისებური დრუნჩისკენ ოდნავ წაწვრილებული.
ყურები: გრძელი თვალებს ქვემოთ ჩამოპარტყუნებული.
სხეული: ფართო გრძელი და კასრისებული.
თათები: ბალიშებიანი, ფართო, მძიმე და დიდსახსრიანები.
თვალები: მუქი ყავისფერი ან შავი; უჩანს თვალის ქვედა ქუთუთოს წითელი ზოლი.
კუდი: გრძელი და წვრილი; მოძრაობისას აპრეხილი.

კატეგორია: მდევრები | ნანახია: 1393 | დაამატა: beqa90 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024