მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
კვირა
2024-05-19
0:38 AM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ვიდეოები ნადირობაზე [57]
online ფილმები ნადირობაზე [36]
ყიდვა-გაყიდვა [0]
ფოტოალბომი [0]
პროგრამები [27]
კ ლ ი პ ე ბ ი [30]
კერძები [55]
ვაზნები [20]
სურათები [16]
მეძებრები [9]
მდევრები [2]
ფ ი ლ მ ე ბ ი [1]
სანადირო თოფები [6]
თამაშები ნადირობაზე [5]
გაწვრთვნა და დაგეშვა [4]
კვება, გაზრდა და მოვლა [3]
ვეტერინარის რჩევები [5]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » მასალის არქივი
ბრძანების შემდეგ-„ნახე” („ეძებე”) მეძებარმა მისი ჯიშისათვის დამახასიათებელი ალურით ქარის საწინაამღდეგოდ მაქოსებური მოძრაობით უნდა დაიწყოს ძებნა, უნდა მოუხვიოს ნიავის მხარეს გარეთა მხრიდან, არ უნდა გაჩერდეს ფრინველის კვალზე, მაგრამ ეს ყველაფერი მას ჯერ უნდა ასწავლოთ.
პირველ რიგში, ახალგაზრდა ძაღლთან იმდენ ხანს უნდა იმუშაოთ, რამდენ ხანსაც მას ძებნის ხალისი ექნება, რადგან გადაღლის შემდეგ ძაღლი ტემპს აგდებს და ნადირობის ჟინსაც კარგავს, რაც, ცხადია, არასასურველია. ამასთან ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ საბოლოოდ ჩამოუყალიბებელ-ფორმირებული ძაღლის ფიზიკურად ზედმეტად გადატვირთვა დაუშვებელია და აი რატომ: მინდორში ძაღლი გამუდმებით სხვადასხვა ბრძანებებს ღებულობს, რაზედაც მას რეაგირება უხდება. ფიზიკურ დაღლილობას ამ დროს ნერვული დაძაბულებაც ემატება და, შესაძლოა ძაღლმა უარი თქვას ძებნი გაგრძელებაზე და გვერდში ამ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: გაწვრთვნა და დაგეშვა | ნანახია: 1259 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-05-24 | კომენტარი (0)

ალერგია – ცხოველის (ან ადამიანის) იმუნური სისტემის "არასწორი”, ამაღლებული რეაქცია ამა თუ იმ ნივთიერებაზე. მრავალ ალერგიას გააჩნია მემკვიდრეობითი მიდრეკილება. ის ნივთიერებები, რომლებიც ცხოველებს, ჩვეულებრივ, უბრალოდ უქრებათ ორგანიზმიდან, ალერგიას დაქვემდებარებულებში იწვევენ ანთებით პროცესს. ალერგია სპეფიციურია, ანუ ჩნდება მკაცრად განსაზღვრულ ნივთიერებებზე და, როგორც წესი, უმნიშვნელოდაა დამოკიდებული ამ ნივთიერების რაოდენობაზე, რომელიც ორგანიზმში ხვდება. მაგალითად, საკვების ალერგიისას პატარა ნაჭერი საკმარისია პროცესის აღსადგენად.

არსებობს ალერგიის რამდენიმე სახეობა, ცხოველებთან ყველაზე უფრო გავრცელებულია ალერგია რწყილების ნერწყვზე, ალერგია გარემო ნივთი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ვეტერინარის რჩევები | ნანახია: 1229 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-05-24 | კომენტარი (0)

ჭირით ყველა სახის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-5 თვის ასაკის ლეკვი. ძუძუ სწოვის ასაკში ლეკვი იშვიათად ავადდება. ვაქცინირებული და ბუნებრივად დაავადებამოხდილი დედის ლეკვი, როგორც წესი არ ავადდება. კოლოსტრალური იმუნიტეტი შენარჩუნდება ლეკვში 2 კვირა დედიდან მოცილების შემდეგ. თუ მას ამ ვადის გასვლის შემდეგ არ აუცრიან, ის შეიძლება დაავადდეს.

ინფექციის აღმძვრელის წყაროა დაავადებული ცხოველი, რომელიც გამოყოფს ვირუსს გარემოში ინკუბაციის და რეკონვალესცენციის პერიოდში. ვირუსი იმყოფება თვალისა და ცხვირის გამონადენში, ფეკალში და სხვა სეკრეტში ჩვეულებრივად 10-51 დღე. დაავადებამოხდილმა ძაღლმა შეიძლება ვირუსი გამოყოს 3 თვის, ენოტმა-9, სხვა ბეწვიანმა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ვეტერინარის რჩევები | ნანახია: 1453 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-05-24 | კომენტარი (0)


ცოფი (ლათინურად Rabies, Lissa, Hydrophobia; ინგლისურად – Rabies, Lissa, Hydrophobie; ფრანგულად – La rage, Hydrophobie; გერმანულად – Tollwut) – მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით და აბსოლუტური ლეტალობით ხასიათდება.

ცოფი, როგორც ადამიანისა და ცხოველების დაავადება, ოდითგანვეა ცნობილი. იგი მოხსენებული აქვთ ძველ ბერძნებს და ეგვიპტელებს. გავრცელებული იყო აზრი, რომ თითქოს ადამიანებს ცოფი არ ემართებათ. ადამიანებში ცოფით დაავადებას პირველად ყურადღება მი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ვეტერინარის რჩევები | ნანახია: 1342 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-05-24 | კომენტარი (0)



ორსულობის პერიოდში ძაღლს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ჭირდება. როგორც წესი, ძაღლებში ორსულობის პერიოდი 62-64 დღე გრძელდება. სასურველია, დაწყვილებამდე ძაღლი წონაში არ იყოს მომატებული. ორსულობის დროს ის ხშირად უნდა ასეირნოთ, სირბილი და ხტუნაობა რეკომენდებული არაა. ორსულობის პერიოდში დიდი ტანის ძაღლებს მეტი ყურადღება ჭირდებათ, ვიდრე პატარა ტანის ძაღლებს. მუცელი დაახლოებით 1 თვიდან ეტყობათ, თუ ლეკვების რაოდენობა ბევრია, მაშინ შესაძლოა ადრეულ ასაკშიც შეამჩნიოთ. ორსულობის პერიოდში თითქმის ყველა ძაღლი აგრესიული ხდება. ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ვეტერინარის რჩევები | ნანახია: 1520 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-05-24 | კომენტარი (0)

ეს წყნარი და ცოტა ზარმაცი, მაგრამ სასარგებლო მონადირე ცხოველია. საოცრად მოძრავი და ენერგიულია. შეუძლია ხშირ ბუჩქნარში სუნზე მისდიოს კურდღელს, ბოცვერს და ხოხობს.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბასეტი პოპულარული მულტფილმის გმირია (ფრედ ბასეტი).

ისტორია
ეს ჯიში მეთექვსმეტე საუკუნის დამლევს გაჩნდა საფრანგეთში. მისი სახელი "Basset” მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან "Bas”, რაც დაბალს ნიშნავს. ბასეტის თავის მოყვანილობითა და მძაფრი ყნოსვის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ბლადჰაუნდის ჯუჯა მუტაციის შედეგია. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მდევრები | ნანახია: 1396 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-05-24 | კომენტარი (0)

არლეკინი რუსეთში გამოჩდა ძველი მონადირეების ნაამბობით რუსეთ-ირანის კომპანიის დროს 1722-23 წწ. ერთ-ერთი მემამულის თქმით ისინი გაცილებით უფრო ადრე გამოჩენილან, ამასვე ადასტურებს მემამულე ლევშინიც

არლეკინი:
შესახედავად საშუალო ზომის,ძლიერ მშრალი, აწეული(აკეცილი) მუცლით, ფერდებიანი და მაღალ ფეხებაა, კუდის და ბარძაყების უკანა მხარე ფაფუკი ბეწვით აქვს დაფარული. წარმოგიდგებათ უჩვეულოდ მწევრისებური შესახედაობით. გარდა ამისა შესახედავად ყოველთვის სერიოზული,სახასიათო და ცოტა მოწყენილი, სინამდვილეში კი "მჭვრეტელი” მოლაქუცე და მყარი მადევარია
თავი: მშრალი და მოკლე დინგით
ცხვირი(-დინგი): შედარებით მოკლე, ოდნავ აწეული (აპრეხილი) ბოლოში, და საკმაოდ განვით ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მდევრები | ნანახია: 1286 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-05-24 | კომენტარი (0)

კურცხაარი – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გერმანული მონადირული ძაღლია. იგი წარმოადგენს გერმანული მეძებარის ყველაზე ძველ და ძირითად ფორმას მის სამ ნაირსახეობას შორის: კურცხაარი, დრათხარი და ლანგხარი, რომლებიც, უმთავრესად, ბეწვის საფარველით განსხვავდებიან. მონადირული ძაღლის სახით, კურცხაარი ფლობს ძალას, სისწრაფეს და გამძლეობას, მახვილ ყნოსვას, მტკიცე ნაბულს და ძებნისადმი მუდმივ სიმზადეს, იგი ენერგიულია ნადირობისას, დაინტერესებულია მუშაობაში და ყოველთვის მზადაა შეასრულოს დავალებები. ამ ჯიშს აგრეთვე გამომუშავებული აქვს მიდრეკილება მოკლული ნადირის მიყვანისადმი. თუ ბუნებრივი მონაცემების შესაბამისად კურცხაარს დავტვირთავთ, ძაღლი ფსიქიკურად გაწონასწორებული გახდება და თავისი საქციელით ზედმეტ საზრუნავს არ მოუტანს ოჯახს, რომელშიც ცხოვრობს. ეს სახლში მშვიდი და სასიამოვნო ცხოველია, რომლის ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ სა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მეძებრები | ნანახია: 1177 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-05-24 | კომენტარი (0)

ირლანდიური სეტერი ჩამოყალიბდა როგორც განკერძოებული ჯიში მას შემდეგ, რაც მოხდა სეტერების დაყოფა ფერის მიხედვით.

დაახლოებით XX საუკუნის შუა წლებში ირლანდიაში გამოყვანილი წითელ-ჭრელი სეტერებისგან უპირატესად წითელი ფერის ძაღლების გადარჩევის გზით გამოყვანილ იქნა მთლიანად წითელი შეფერილობის სეტერი, ისეთი, როგორიც დღესაა ცნბილი. ეს არის ელეგანტური ძაღლი კარგად განვითარებული სამონადირეო თვისებებით, რომლებმაც თავისი ძალა არ დაკარგეს მას შემდეგაც, რაც ირლანდიური სეტერები თავისი ელეგანტურობისა და სილამაზის გამო, ხშირად მოწყვეტილნი იყვნენ ნადირობას და მხოლოდ ნატიფ, მოდურ ძაღლებს წარმოადგენდნენ. მას აქვს კარგად განვითარებული სამონადირეო ინსტიქტი და თან ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მეძებრები | ნანახია: 1454 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-05-24 | კომენტარი (0)

ამ ჯიშმა თავისი სახელწოდება, თავისი შემქმნელის ჰერცოგ გორდონის საპატივცემულოდ მიიღო. თავდაპირველად შოტლანდიური სეტერი იყო მძიმე, ნელი ძაღლი, კვალზე ძებნის თანდაყოლილი ინტერესით. ეს თვისება მისი მეძებარი წინაპრებისგან ან ბლიდჰაუნდთან შეჯვარებისგან შემორჩა. ამავე წარმოშობისაა მისი წითლად-წითური ცეცხლოვანი ელვარება, რომელიც ბევრს ირლანდიურ სეტერთან შეჯვარების შედეგი ჰგონია. მიუხედავად მისი შედარებით დიდი ზომებისა, სეტერ-გორდონს ყველაზე მეტი წინაპირობა აქვს სამონადირეო სამუშაოსთვის, მინდორში ძებნის, ტყეში მუშაობის, ნანადირევის თუ სისხლის კვალზე გასვლის, აგრეთვე წყალში მუშაობისთვის.

სტანდარტი:

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მეძებრები | ნანახია: 1183 | დაამატა: beqa90 | თარიღი: 2011-05-24 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 17 18 19 20 21 ... 27 28 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024