მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
ხუთშაბათი
2024-04-18
5:17 AM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [36]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

ნადირობა ქართულ მითოლოგიაში└─► (დააჭირეთ აქ)

ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. 
ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი,

ნადირთ-მწყემსი 
 ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. 
მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. 
სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ 
მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა 
მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს 
ანებებდა.
   ნადირთღვთაებანი - ნადირის მფარველი ღვთაებები. მათ მიეწერებოდათ ნადირთ 
ნაყოფიერება-გამრავლების ფუნქცია, მონადირისათვის ხელის მომართვისა და 
შემცოდე მონადირის დასჯის ძალა. ხალხური რწმენით ნადირთ მფარველნი 
წარმოდგენილი არიან ნადირთ მწყემსების, ნადირთ პატრონებისა და 
ნადირთღვთაებანთა სახით.
   საქართველოს მთიანეთში ისინი ე. წ. „წმინდა" ნადირთა (ჯიხვი, არჩვი, ირემი, შველი) 
მფარველებად ითვლებიან, ბარში კი — სხვა ტყის ცხოველების გამგებლებადაც.
ნადირთ მწყემსებად მიაჩნდათ ნადირთა ხროდან რაიმე ნიშნით (თეთრი ფერი, 
ოქროსფერი რქები, თეთრი ხალები და ა. შ.) გამორჩეული ცხოველები. არსებობდა 
წარმოდგენა ანთროპომორფული სახის ნადირთ მწყემზებზეც (გოგონა, ბიჭი), 
რომლებსაც ევალებოდათ ნადირის მოვლა-პატრონობა, მონადირისაგან დაცვა, 
ხიფათის აცილება და სხვა. იმავე წარმოდგენით, ეს მწყემსები თითო წლით 
მწყემსავდნენ ნადირს. ვაჟების მორიგეობის წელი მონადირისათვის იღბლიანად 
ითვლებოდა, რადგან ქალები ნადირს ვაჟებზე უფრო ფხიზლად დარაჯობდნენ და 
მონადირეს მათი დახოცვის საშუალებას არ აძლევდნენ. ზოგიერთი ნადირთ პატრონი 
რელიგიური აზროვნების განვითარების ასტრალურ საფეხურზე ცის მნათობებს
დაუკავშირდა და ასტრალურ ღვთაებად იქცა (დალი).
   ძველი ხალხური შეხედულებით, ნადირთ მფარველად საქართველოში ითვლებოდა 
ოჩოპინტრე (ოჩიპინტე), აგრეთვე ანატორის ჯვარი ანუ ოჩი დალი. სვანეთში ნადირთ 
მფარველად, გარდა მამა-ღმერთისა, მიაჩნდათ წმ. გიორგი, დალი, აბსასდი, სგიმ ბერ-
მოძღვარი და ელი. მეგრული მითოლოგიის მიხედვით, ტყის ნადირთა საქმეს 
უშუალოდ განაგებდა ტყაში-მაფა — ტყის მეფე. სწამდათ აგრეთვე გალენიშიორთას — 
ნადირთ ბატონის არსებობაც.
   ქრისტიანობის დროს ნადირთ წმ. გიორგის კულტს შეერწყა ქრისტიანული წმინდა 
გიორგის კულტი და ნადირობის გამგებელ მთავარ ღვთაებად იქცა.

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: beqa90 (2011-06-12)
ნანახია: 1142 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024