მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
შაბათი
2024-04-20
4:33 PM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [36]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

მწყერი└─► (დააჭირეთ აქ)
მწყერი

მწყერი ერთი იმ გადამფრენ ფრინველთაგანია, რომელიჩ ჩვენში მასობრივად მოდის გაზაფხულზე, ძირითადათ აღმოსავლეთ საქართველოში რჩება, იკეთებს ბუდეს,ჩეკავს ბარტყებს და სექტემბრის დამლევს და ოქტომბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავს.

მწყერი ბუდეს მაღალ ბალახში ან მარცვლეულის ყანაში იკეთებს, დებს 8-15 კვერცხს, 18 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები. მამალი მონაწილეობას არ ღებულობს ბარტყების აღზრდაში. როგორც ყველა ქათმისნაირნი, მწყერიც პირველ ხანებში მწერებით, შემდეგ კი ბალახის თესლითა და მარცვლეული კულთურებით იკვებება.
მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში იგი დიდი რაოდენობით ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეებში მწყერი ემზადება გადასაფრენათ და დიდი რაოდენობით იყრის თავს გადაფრენის დიდ გზებზე, რომლებიც მოემართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარეების არაგვის, მტკვრისა დაალაზნის გასწვრივ. მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას, ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლით სამხრეთისაკენ, ხოლო შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე გზებით ოსმალეთისაკენ და შემდეგ უფრო სამხრეთით.

ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ მწყერზე ნადირობა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე იწყება და შემოდგომის პირველ ნახევარში თითქმის მთავრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ შემოდგომაზე იწყება. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ნადირობა ამ ფრინველზე ყოველდღე შეიძლება, დასავლეთ საქართველოში ნადირობენ მხოლოდ იმ დღეებში როდესაც გადაფრენისას მწყრების დიდი კოლონიები ცუდი ამინდის გამო ზრვის სანაპიროზე .
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: beqa90 (2011-05-22)
ნანახია: 1206 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024