მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
პარასკევი
2024-04-19
11:46 PM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [36]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

კანონი იარაღის შესახებ└─► (დააჭირეთ აქ)

საქართველოს კანონი იარაღის შესახებ

არეგულირებს მოსახლეობის მიერ იარაღის შეძენის უფლებას. კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქესა ან სხვა ნებისმიერ ფიზიკურ პირს ეძლევა უფლება, შეიძინოს გრძელლულიანი და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი შენახვის უფლებით, ხოლო გაზის, სასპორტო და


სანადირო იარაღი ტარების უფლებით. ამასთან, ზემოთჩამოთვლილი იარაღების შეძენა დასაშვებია მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, თანაც ნებართვის გაცემიდან მხოლოდ 3 თვის ვადაში. შეძენიდან ათი დღის მანძილზე კერძო პირი ვალდებულია, იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაარეგისტრიროს. იარაღის ფლობაზე ნებართვა არ გაიცემა 18 წლამდე ახალგაზრდებზე, ფსიქიურად არასრულყოფილ, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების, ნარკოტიკებისა და სასმელისადმი მიდრეკილების მქონე და ნასამართლევ, ანდა ძებნაში მყოფ პირებზე და სხვ.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქართველოს კანონიიარაღის შესახებთავი IIსამოქალაქო იარაღი


მუხლი 7. სანადირო იარაღი1. სანადიროა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სარეწაო, სპორტული, სამოყვარულო და სამეცნიერო ნადირობის წარმოებისათვის.2. სანადირო იარაღის სახეებია:ა) სანადირო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;ბ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;გ) სანადირო პნევმატური იარაღი.


ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე:

http://saagento.security.gov.ge/index.php?option=com_content&task=view&id=137&Itemid=161

"მონკავშირი" ათეული წლების მანძილზე ზრუნავდა ახალგაზრდა, გამოუცდელი მონადირეების მომზადებაზე. დამწყები ერთი წლის მანძილზე ნადირობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სავალდებულო მინიმუმს ეუფლებოდა და მხოლოდ ამის შემდგომ ხდებოდა "მონკავშირის" წევრი და ეძლეოდა თოფის შეძენის უფლება. ახალგაზრდების მომზადებას ხელმძღვანელობდნენ გამოცდილი სპეციალისტები, ეგერები, დამსახურებული
მონადირეები. დამწყები მონადირეები მონაწილეობდნენ სანადირო და სათევზაო მეურნეობების მოწყობაში, ბიოტექნიკური ღონისძიებების გატარებაში, სწავლობდნენ კოლექტიური ნადირობის პრინციპებს და რაც მთავარია, სანადირო იარაღს და მათთან მოქცევის წესებს, რაც მინიმუმამდე ამცირებდა ნადირობის დროს უბედურ შემთხვევებს. 

დღეისათვის, კანონმდებლობით, ეს ყველაფერი გაუქმებულია. მონადირეს 18 წლის ასაკში შეუძლია აიღოს ჯნმრთელობის ცნობა, შეიძინოს სანადირო თოფი და ინადიროს. სამწუხაროდ ასეთი მიდგომით ზარალდება არამარტო ჩვენი ბუნება, არამედ დამწყები მონადირეც. სტსტისტიკით 1970-1990 წლებში, სანადირო თოფით ნადირობის დროს მოხდა მხოლოდ ერთი უბედური შემთხვევა. ბოლო წლებში კი უკვე ათეული უბედური შემთხვევაა აღრიცხული."მონკავშირმა" საბედნიეროდ შეინარჩუნა ყველა კვალიფიციური სპეციალისტი, რომლის ბაზაზეც ჩვენ უკვე შევქმენით სასწავლო ცენტრი, რომელიც სავარაუდოდ 2011 წლის იანვრიდან შეუდგება მუშაობას. აქ, დამწყები მონადირეები 10 დღის მანძილზე შეისწავლიან ნადირობის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ჩვევებს: ნადირობის ეთიკას, უსაფრთხოების წესებს, მოკლე ბიოლოგიურ კურსს ნადირ-ფრინველზე, პრაქტიკულად იმეცადინებენ სასროლეთზე, გაეცნობიან სანადირო თოფებს, ისწავლიან მათთან მოქცევას და გამოიმუშავებენ ნადირობისათვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევებს, აგრეთვე მსურველებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ კოლექტიურ ნადირობასა და თევზაობაში გამოცდილ მონადირეებთან და მეთევზეებთან ერთად. ამასთან, მსურველებს, ცნობილ კინოლოგებთან ერთად შეუძლით საკუთარი მონადირე ძაღლებისა და დამჭერ ფრინველთა დაგეშვის ხელოვნებას დაეუფლონ. ასე, რომ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რამდენად სასარგებლო იქნება თქვენთვის "მონკავშირის" წევრად გახდომა?!

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: beqa90 (2011-06-12)
ნანახია: 1041 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024