ალაზანი└─► (დააჭირეთ აქ) - Мои статьи - სტატიების კატალოგი - nadiroba.my1.ru
მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
პარასკევი
2016-12-09
4:52 AM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [36]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

ალაზანი└─► (დააჭირეთ აქ)

 ალაზანი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის 
გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი - 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 98 კუბ.მ/წმ. საზრდოობა


შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის მუნიციპალიტეტია. სათავე კავკასიონზე, 
მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ ფერდობზე აქვს. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის 
ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). აგებამდე პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა). 
ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი 
შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა 
- შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე - 29,1%, 
შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%. არ იყინება. ალაზნის მარცხენა შენაკადებია სტორი, ლოპოტა, ინწობა, 
ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, ლაგოდეხისწყალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა - 
ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი, ფაფრისხევი და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). ალაზანს 
მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი. იყენებენ სარწყავად.
   სათავიდან ალაზანი მოედინება თუშეთის ტერიტორიაზე შემდეგნაირად: ალაზანი და პირიქითის ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. ეს ორი მდინარე ერთმანეთს ერთდება სოფელ შენაქოს მიდამეობში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დაღესტანში მიედინება ანდის-ყოუსის სახელწოდებით და კასპიის ზღვაში ჩაედინება. გომეწრის (თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის დონიდან, ხოლო პირიქითის ალაზანი აწუნთა-თებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე (3300 მ-ზე).გომეწრის (თუშეთის) ალაზანს (სიგრძე 53 კმ) შენაკადთა უმეტესობა მარჯვენა მხრიდან აქვს: შავწყალი, ვაკისძირის ხევი, ორწყალი თავისი შენაკადებით: ვესტმოს ხევი, სახარის, შავიკლდის, სამერცხლისა და საბუის ხევები. ხისოს (ჭანჭახოვანის) ალაზანი თავისი შენაკადებით: ორმოთგორის ხევი, ფიცრის ჭალის, ალატოვანის, ენჭოს და ხისოს ხევები და ნახიდურის წყალი. მარჯვენა მხრიდან უერთდება წუათის ხევი.
პირიქითა ალაზნის მარცხენა მხარის შუამდინარეებია: თურსიეხის ხევი, ჭონთიოს, გირევის, ფარსმის, ჭეშოს, ცირბევის, 
წისქვილების, კვავლოს, დანოსა და ჩიღოს ხევები. მარჯვენა მხრიდან კი - ლაროვანის წყალი. 
ალაზანი მდიდარია მრავალფეროვანი თევზის ჯიშებით: ლოქო, მურწა, კალმახი, ჭანარი, 


შამაია,ბლიკა,გველანა,გოჭალა,თაღლითა, კობრი, ფარგა, მდინარის ღორჯო, წვერა და კავკასიური ქაშაპი.


კატეგორია: Мои статьи | დაამატა: beqa90 (2011-06-12)
ნანახია: 968 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 44

 Copyright MyCorp © 2016