სწორად ძებნის მიჩვევა - 24 მაისში 2011 - nadiroba.my1.ru
მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
ხუთშაბათი
2014-10-23
6:15 AM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ვიდეოები ნადირობაზე [57]
online ფილმები ნადირობაზე [36]
ყიდვა-გაყიდვა [0]
ფოტოალბომი [0]
პროგრამები [27]
კ ლ ი პ ე ბ ი [30]
კერძები [55]
ვაზნები [20]
სურათები [16]
მეძებრები [9]
მდევრები [2]
ფ ი ლ მ ე ბ ი [1]
სანადირო თოფები [6]
თამაშები ნადირობაზე [5]
გაწვრთვნა და დაგეშვა [4]
კვება, გაზრდა და მოვლა [3]
ვეტერინარის რჩევები [5]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 0
სტუმარი: 0
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » მაისი » 24 » სწორად ძებნის მიჩვევა
10:11 PM
სწორად ძებნის მიჩვევა
ბრძანების შემდეგ-„ნახე” („ეძებე”) მეძებარმა მისი ჯიშისათვის დამახასიათებელი ალურით ქარის საწინაამღდეგოდ მაქოსებური მოძრაობით უნდა დაიწყოს ძებნა, უნდა მოუხვიოს ნიავის მხარეს გარეთა მხრიდან, არ უნდა გაჩერდეს ფრინველის კვალზე, მაგრამ ეს ყველაფერი მას ჯერ უნდა ასწავლოთ.
პირველ რიგში, ახალგაზრდა ძაღლთან იმდენ ხანს უნდა იმუშაოთ, რამდენ ხანსაც მას ძებნის ხალისი ექნება, რადგან გადაღლის შემდეგ ძაღლი ტემპს აგდებს და ნადირობის ჟინსაც კარგავს, რაც, ცხადია, არასასურველია. ამასთან ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ საბოლოოდ ჩამოუყალიბებელ-ფორმირებული ძაღლის ფიზიკურად ზედმეტად გადატვირთვა დაუშვებელია და აი რატომ: მინდორში ძაღლი გამუდმებით სხვადასხვა ბრძანებებს ღებულობს, რაზედაც მას რეაგირება უხდება. ფიზიკურ დაღლილობას ამ დროს ნერვული დაძაბულებაც ემატება და, შესაძლოა ძაღლმა უარი თქვას ძებნი გაგრძელებაზე და გვერდში ამოგიდგეთ. საერთოდ გადაღლილი ძაღლი მკვეთრად ამცირებს ძებნის სისწრაფესა და დიაპაზონს, უქვეითდება ყნოსვაც და იგი „ცრუ” ნაბულების კეთებას იწყებს. მიღებულია, რომ ერთსაათიანი ინტენსიური მუშაობა სრულიად საკმარისია, ამის შემდეგ ძაღლი კარგად უნდა დაასვენოთ.
ძაღლის გეშვისათვის რომელი პერიოდია საუკეთესო? ეს საკითხი ბევრს აინტერესებს. ძაღლის ზოგიერთი პატრონი საამისოდ გათენებამდე დგება, ისევე, როგორც სანადიროდ წასვლისას. ამის გაკეთება აუცილებელი სულაც არ არის. თქვენ სანადიროდ, ხომ არ მიდიხართ, რომ დასიცხებამდე სროლით გული იჯეროთ. უკეთესია, თუ სავარგულში მაშინ გახვალთ, როდესაც ნამი გაშრება- არც თქვენ დასველდებით და მშრალი კორდით მუშაობაც გაგიადვილდებათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან ხშირად რიჟრაჟზე ნიავი არ არის ხოლმე, რაც ძაღლის თვის აუცილებელია. მთავარია, რომ ამ დროს დიდი სიცხე არ იყოს. თუ გრილი ამინდია, ძაღლთან დღის ნებისმიერ დროს შეიძლება მუშაობა, მაგრამ მაინც დილა-საღამო ჯობია.
მინდორში გასვლის წინ ძაღლს მსუბუქად უნდა აჭამოთ. სრული ულუფა მას მინდვრიდან დაბრუნების შემდეგ, ერთი საათის შემდეგ მიეცით. თუ ძაღლი ფიზიკურად ძლიერია და ჯამრთელი, მაშინ ყოველდღიური ვარჯიში დასაშვებია, ყოველ შემთხვევაში კვირაში სამჯერ მაინც აუცილებელია, რადგან მეცადინეობის ხშირად გაცდენის შემდეგ ბევრი ძაღლი ათვისებულ ილეთებს ივიწყებს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მინდორში პირველად გასული ძაღლი ბევრ უცნობ რამეს დაინახავს და შეიძლება ისე გაერთოს, რომ თქვენს ბრძანებებს ყურადღებაც აღარ მიაქციოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ყვირილი, მითუმეტეს ფიზიკური დასჯა არ შეიძლება. ძაღლი დაშინდება და ის უფრო მეტ ყურადღებას თქვენს მოქმედებას მიაქცევს, ვიდრე ძებნისას მიცემული ბრძანების შესრულებას.
გეშვის დაწყების პირველი ეტაპი სწორი მანერით ძებნის გამომუშავებაა. სწორი ძებნა ყველა თანამედროვე მეძებარში შთამომავლობით არის გადმოცემული, მაგრამ თქვენი ვალია გააღვიძოთ ეს უნარი და ისე განამტკიცოთ, რომ ძაღლი მუდმივად, ნებისმიერი ტიპის სავარგულში მეტ-ნაკლებად სწორად ეძებს. ამინტომ მინდორში შესვლისას უნდა გაითვალისწინით ქარის მიმართულება და აუცილებლად ქარის საწინაამღდეგოდ უნდა ატაროთ ძაღლი. თუ ნიავი არ არის, ისევე როგორც ძლიერ ქარში ვარჯიში არ აშეიძლება.
მინდორში გახვედით, პირობები ხელსაყრელია. დაღლი დააწვინეთ, კორდა გაშალეთ, საყელურზე ჩააბით, მეორე ბოლო კი ხელში დაიჭირეთ. თუ ძაღლი წამოხტომას შეეცდება, ნუ გაუშვებთ. გადაიწიეთ გვერძე იმ მიმართულებით, საითაც ძაღლი უნდა გაუშვათ. ხელიც იმ მიმართულებით გაიქნიეთ და ძებნის დაწყების ბრძანება მიეცით. ის მაშინვე წამოხტება და მითითებული მხარეს გაიქცევა. საშუალება მიეცით გაიქცეს იქამდე, სადამდეც კორდა გაუშვებს და შემდეგ მოკლე ჩასტვენითა და ბრძანებით „უკან” ძაღლი აიძულეთ შემობრუნდეს. მეძებარი გაჩერდება და გაკვირვებით შემოგხედავთ, მაგრამ მერე გამოიქცევა. აკრიფეთ კორდის ნაწილი, როცა ძაღლი გაგისწორდებათ, საპირისპირო მხარეს გაგზავნეთ. ამ დროს თქვენ აუჩქარებლად წინ გადაინაცვლეთ მხოლოდ არა სწორხაზოვნად, არამედ ტეხილის ხაზით იგივე მაქოსებური მოძრაობით, მაგრამ შედარებით ვიწრო დიაპაზონზე. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად იმოძრავებთ და რაც უფრო ნაკლებ მანძილს გაივლით, მით უფრო მჭიდრო პარალელებზე ირბენს თქვენი ძაღლი. ხშირად გაჩერებაც მოგიწევთ, ზოგჯერ-უკან დახევაც, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. ძაღლს უნდა დაელოდოთ და სასურველი მიმართულებით გაგზავნოთ. პირველი ორი-სამი მეცადინეობა გამოუცდელი მგეშავისათვის მეტად დამღლელია, მაგრამ სხვა გზა არაა.
მაგრამ თუ გვერდზე გასული ძაღლი ბრძანების შემდეგ არ შემოუხვევს, მაშინ განმეორებითი ბრძანებისთანავე კორდის მოქაჩვით აიძულეთ იგი შემობრუნდეს. თუმცა ძალიან ძლიერად მოქაჩვა არ შეიძლება, ფიზიკური ტკივილი ზოგიერთ მეძებარს თრგუნავს და ისე აშინებს, რომ ძებნას საერთოდ თავს ანებებს. ძლიერ მოქაჩვას მხოლოდ ზედმეტად ფიცხი, ტემპერამენტდაუოკებელი ძაღლები საჭიროებენ.
არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ძაღლი თავიდან ორი-სამი მეცადინეობის შემდეგ სრულად ვერ მიხვდება, თუ რას მოითხოვენ მისგან. გაივლის მცირე დრო და შეამცნევთ, რომ ძაღლს სასტვენის შემდეგ შემობრუნებისათვის კორდით მოქაჩვა აღარ დასჭირდება. დარწმუნდებით თუ არა ამაში, კორდას ხელი გაუშვით ძაღლი იგრძნობს რა თავისუფლებას, სვლას აუჩქარებს. ამ დროს თქვენ წინ წაიწიეთ და ყოველ შემთხვევისათვის კორდას ფეხი დაადგით. თუ ძაღლი სასტვენის შემდეგ მაშინვე შემობრუნდება, კორდიდან ფეხი აიღეთ, ხელით მიმართულება აჩვენეთ და, როცა ძაღლი ჩაგირბენთ, თქვენ წინ გადაიწიეთ. თუ ძაღლი ბრძანებას არ დაემორჩილა, ფეხდადგმული კორდა ხელში აიღეთ, მოქაჩეთ და აიძულეთ შემოუხვიოს. როგორც წესი, რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ კორდის ხელში დაჭერა აღარ დაგჭირდებათ, ძაღლი ყველაფერს თვითონ გააკეთებს.
როცა სწორი მანერით ძებნის უნარს გამოიმუშავებს და დაამყარებს, მეძებარი შეგიძლიათ კორდიდან გაათავისუფლოთ: მაგრამ აჩქარება სასურველი არ არის, ძაღლმა შეიძლება პარარელებზე იმოძრაოს, მაგრამ ძალიან შორს დაიწყოს გასვლა.ეს კი უკვე სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს და შეიძლება ამაოდაც გაისარჯოთ. ასეთი ჩვევა ზოგიერთ ძაღლს (უპირატესად ინგლისურ მეძებრებს) სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება. მაშ რამდენი ხანი უნდა დაეთმოს კორდის სწავლებას? პირველ რიგში, ეს ძაღლის ტემპერამენტზეა დამოკიდებული, შემდეგ აღზრდასა და გაწაფულობაზე. დღეს ისეთი ძაღლებიც გვხვდებიან, რომლებიც, კორდით ტარებას არა მარტო პირველ წელს, არამედ მეორე წელსაც საჭიროებენ. ჩვეულებრივ კი სამი-ოთხი კვირს შემდეგ მეძებარი უკვე სრულიად მომზადებულია ხოლმე და იგი უნდა გაანთავისუფლოთ კორდისაგან. ამას ადვილად მივხვდებით ძაღლის მოქმედების მიხედვით. რაღა საჭიროა კორდა, თუ ძაღლი გვერდზეც სასურველ მანძილზე გადის, სწორად უხვევს და იცვლის მიმართულებას.
სანამ ძაღლს კორდის გარეშე საძებნად გაუშვებთ, ჯერ აუცილებლად დააწვინეთ, დააწყნარეთ. ძებნისას ყურადღებით ადევნეთ თვალი მის ნებისმიერ ქმედებას, არ მისცეთ საშუალება დასაშვებ მანძილზე შორს წავიდეს. უყურადღებოდ არ დატოვოთ მცირეოდენი შეცდომაც კი. მაგალითად, შეამჩნიეთ, რომ ძაღლმა მოკლე მანძილზე დროზე ადრე შემოუხვია, თუ არ დაუშლიათ შემდგომში იგი ამას სულ უფრო ხშირად გააკეთებს, ცალ მხარეს მუშაობას დაეჩვევა და მეორე მხარეს დაუძებნელს დატოვებს.
მინდორში მუშაობის საწყის პერიოდში ახალგაზრდა ძაღლები ხშირად ვერ ხვდებიან იმას, თუ რატომ აქვთ მათ ცხვირი და საერთოდ არ იყენებენ მას. აი, თქვენ შეამჩნიეთ, რომ ძაღლი უცბად გაჩერდა და რაღაცის ყნოსვა დაიწყო. არავითარ შემთხვევაში არ მიცეთ უფლება დიდხანს იქექოს კვალში. იმის ვარაუდით, რომ ქექვის შედეგად ძაღლი საბოლოოდ ფრინველს იპოვნის და ნაბულს გაუკეთებს, ზოგი მგეშავი თავს იკავებს ამკრძალავი ბრძანებებისაგან, რაც დაუშვებელია. ძაღლს კვალზე მუშაობას თუ არ დაუშლით, იგი სამუდამოდ „ქექიად” დარჩება. ასეთი მეძებრები ჩაყოფენ თუ არა ცხვირს კვალზე, ფიცხად მისდევენ ფრინველს და მას როგორც წესი, ნაბულის გარეშე აფრენენ.
ზოგჯერ ძაღლი ისე ერთობა კვალის ქექვაში, რომ აღარ რეაგირებს და სასტვენს ყურადღებას აღარ აქცევს. ამ დროს ყველაზე ეფექტურად ხმამაღალი ბრძანება-„დაწე” ან „დაუნ” მოქმედებს, რომელსაც ძაღლი ლეკვობიდანვე უნდა მიაჩვიოთ, თან ისე, რომ პირველივე ბრძანებაზე მოცელილივით უნდა ვარდებოდეს მიწაზე. შემდეგ უნდა მიხვიდეთ მასთან, უნდა ჩააბათ კორდა და მოშორებით განაგღძოთ მეცადინეობა.
ძაღლისათვის სწორი მანერით ძებნის სწავლება მეტად შრომატევადი საქმეა, დიდი ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს. ამიტომ ვარჯიშისას არა მარტო ძაღლს უნდა მიაქციოთ ყურადღება, არამედ საკუთარ თავსაც. დაიოკეთ ტემპერამენტი და არც კი ეცადოთ გაღიზიანებულმა ყვირილი დაუწყოთ ან უარესი, მცირეოდენი უზუსტობისთვის ძაღლი დასაჯოთ. თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით თქვენი ძაღლი ჯიუტია თუ თვინიერი, მორჩილია თუ დაუჯერებელი. სწორეთ ამის გათვალისწინებით უნდა დაგეშოთ ის. მუდამ გახსოვდეთ, რომ ორი ერთნაირი ტემპერამენტის ძაღლი არ არსებობს.
სწორად ძებნის სწავლების ზემოაღწერილი მეთოდი ძაღლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გამოდგება, მაგრამ არიან გამონაკლისებიც. მართლაცდა, როგორ უნდა გამოუმუშაოთ ძაღლს სწორი ძებნა, თანაც კორდით, თუ ის ფეხიდან არ სცილდება პატრონს ან ხუთიოდე ნაბიჯზე ტრიალებს? ასე მხოლოდ ძალიან მშიშარა ძაღლები იქცევიან, რომლებსაც მკვეთრად შეკავებული ნერვული სისტემა აქვეთ. თუ ასე ძაღლს კორდას გაუკეთებთ, იგი საერთოდ გაჩერდება და არაფრისდიდებით ნაბიჯსაც არ გადადგამს. ამგვარად ძაღლთან მხოლო ალერსიანი მოპყრობით შეიძლება მუშაობა. უმნიშვნელო ძალდატანება, დაყვირება და უხეში მოპყრობა მხოლოდ გაართულებს საქმეს. თუ დაუყვირებთ და დაემუქრებით, იგი კუდს ამოიძუებს, გაგეცლებათ ან დაწვება. ამის შემდეგ მისი ნდობის მოპოვება ძნელია.
ამ ტიპის ძაღლთან მუშაობისას ნუ აჩქარდებით. პირველ ხანებში ეცადეთ იგი რაიმეთი დააინტერესოთ, რომ გარკვეულ მანძილზე დაგშორდეთ. არ არსებობს ისეთი მეძებარი, რომელიც ინტერესს არ იჩენდეს წვრილი ფრინველის მიმართ. დაიმახსოვრეთ ტოტოლას ჩაჯდომის ადგილი, მისკენ გაემართეთ და შეეცადეთ, ძაღლმა მისი აფრენა შეამჩნიოს. გააკეთებს რამდენიმე ნაბიჯს მისკენ?-შეაქეთ, წაახალისეთ, ხოლო თუ გაფრენილს გაეკიდება არ დაუშალოთ. ნელ-ნელა ასეთი ძაღლი თვით დაჯერებული გახდება და ძებნის სურვილიც გაუჩნდება. ამის შემდეგ უკვე შეიძლება სწორი ძებნის სწავლება. როგორც წესი, კორდა ამ შემთხვევაში საჭირო არ არის, ყოველ შემთხვევაში პირველ ხანებში მაინც. გადით მინდორში, დააწვინეთ ძაღლი, შემდეგ იგი ქარის საწინაამღდეგოდ საძებნად გაუშვით და თქვენც იმ მიმართულებით იმოძრავეთ. 10-15 ნაბიჯის შემდეგ მობრუნდით უკან, ძაღლიც შემობრუნდება და შესაძლოა უხალისოდ, მაგრამ მაინც თქვენსკენ გამოიქცევა. ამ დროს იგი აუცილებლად გაამხნევეთ. ამკრძალავი ბრძანებებისაგან საერთოდ თავი შეიკავეთ, პირიქით, ძაღლის ისეთი ქმედებაც კი უნდა წაახალისოთ, როგორიც ტემპერამენტიან ძაღლებს ეკრძალებათ. როგორც წესი, ასეთი ძაღლები დამჯერნი არიან და შემდგომში მათი ზოგიერთი არასწორი ქმედების გამოსწორება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ნუ დაკარგავთ მოთმინებას, ძაღლი თანდათან აუცილებლად აუჩქარებს ნაბიჯს და სულ უფრო და უფრო მოშორებით დაიწყებს ძებნას. ცოტა მოგვიანებით ის დროც დადგება, რომელსაც ზუსტად თქვენს გასწვრივ დაიწყებს სირბილს. ამ მომენტიდან უკვე ძებნის დახვეწაც შეიძლება. მინდორში ხშირად იარეთ, მაგრამ ძაღლი ზედმეტად არ გადატვირთოთ. მეძებარს მინდორში ყოფნა მხოლოდ სიხარულს უნდა ანიჭებდეს. როდესაც ძაღლი თქვენგან გარკვეულ მანძილზე დაიწყებს დაშორებას, შეწყვიტეთ მასთან ერთად პარალელებზე სიარული. დროა უკვე პირიქით მოიქცეთ. როგორც კი ძაღლი თქვენთან ახლოს მარჯვნივ ჩაირბენს, თქვენ მაშინვე, რაც შეიძლება სწრაფად შებრუნდით და მარცხნივ დაიწყეთ მოძრაობა, ისე რომ მან თქვენი მანევრი ვერ შეამჩნიოს. ძაღლი სათანადო მანძილზე აღმოჩნდება თუ არა, სასტვენით უკან დააბრუნეთ. გაიმეორეთ ეს ხშირად. გაწვალდებით, მაგრამ საბოლოოდ ძაღლი მიეჩვევა და ახალ პარარელზე გადასასვლელად ზუსტად საჭირო მომენტში შემობრუნდება…
კიდევ ერთ მომენტზე ღირს ყურადღების გამახვილება. სწორი ძებნის გამომუშავების პროცესში ძაღლი უფრო და უფრო ხშირად დაიწყებს ყნოსვის გამოყენებას. მეტად დაინტერესდება აფრინილი ფრინველის ნაჯდომი ადგილით და ზოგჯერ გაქცეულ ტოროლას დაინახავს, დაძაბულ პოზაში დადგება. ამ დროს არ დააგვიანოთ, მიეცით ამკრძალავი ბრძანება და საძებრად გაგზავნეთ. მეძებარი ვალდებულია ფრინველი ყნოსვით იპოვოს და არ თვალით.
კატეგორია: გაწვრთვნა და დაგეშვა | ნანახია: 198 | დაამატა: beqa90 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 37

 Copyright MyCorp © 2014
Create a website for free