შოტლანდიური სეტერი (გორდონი) - 24 მაისში 2011 - nadiroba.my1.ru
მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
პარასკევი
2016-12-09
4:51 AM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ვიდეოები ნადირობაზე [57]
online ფილმები ნადირობაზე [36]
ყიდვა-გაყიდვა [0]
ფოტოალბომი [0]
პროგრამები [27]
კ ლ ი პ ე ბ ი [30]
კერძები [55]
ვაზნები [20]
სურათები [16]
მეძებრები [9]
მდევრები [2]
ფ ი ლ მ ე ბ ი [1]
სანადირო თოფები [6]
თამაშები ნადირობაზე [5]
გაწვრთვნა და დაგეშვა [4]
კვება, გაზრდა და მოვლა [3]
ვეტერინარის რჩევები [5]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » მაისი » 24 » შოტლანდიური სეტერი (გორდონი)
7:08 PM
შოტლანდიური სეტერი (გორდონი)
ამ ჯიშმა თავისი სახელწოდება, თავისი შემქმნელის ჰერცოგ გორდონის საპატივცემულოდ მიიღო. თავდაპირველად შოტლანდიური სეტერი იყო მძიმე, ნელი ძაღლი, კვალზე ძებნის თანდაყოლილი ინტერესით. ეს თვისება მისი მეძებარი წინაპრებისგან ან ბლიდჰაუნდთან შეჯვარებისგან შემორჩა. ამავე წარმოშობისაა მისი წითლად-წითური ცეცხლოვანი ელვარება, რომელიც ბევრს ირლანდიურ სეტერთან შეჯვარების შედეგი ჰგონია. მიუხედავად მისი შედარებით დიდი ზომებისა, სეტერ-გორდონს ყველაზე მეტი წინაპირობა აქვს სამონადირეო სამუშაოსთვის, მინდორში ძებნის, ტყეში მუშაობის, ნანადირევის თუ სისხლის კვალზე გასვლის, აგრეთვე წყალში მუშაობისთვის.

სტანდარტი:

ზოგადი აღწერილობა: ძლიერი, მუშა ძაღლია, აბსოლუტურად პროპორციული და ჰარმონიული აგებულების მქონე.

თავი და ქალა: თავი მასიური, მშრალი. ქალას ნაწილი – ოდნავ მომრგვალებული, ყურებს შორის ფართო. მკვეთრად გამოხატული გადასვლა შუბლიდან დრუნჩისკენ. ზედა ტუჩი მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ბიბილო მსხვილი და ფართო, გაშლილი შავი ნესტოებით.
თვალები – სწორად დაყენებული, ნორმალური სიდიდის, მუქიყავისფერი, მშრალი ქუთუთოებით. მზერა – ჭკვიანი და მშვიდობიანი. ყურები – დაკიდული, დაბლადასმული, საშუალო სიდიდის, წვრილი, მჭიდროდ მიკრული ღაწვებზე.
კისერი – გრძელი, მშრალი, კანის ნაკეცების გარეშე.

ტანი – გრძელი და ღრმა გულ-მკერდი, საკმაოდ ამობურცული ნეკნებით. ზურგი – ძლიერი, სწორი. გავა – ფართო, დაკუნთული, ოდნავ დაქანებული.

წინა კიდურები: ბეჭები – გრძელი, ფართო, ბრტყელი, ირიბად დაყენებული. წინამხრები – გრძელი, ოვალური.

უკანა კიდურები: თეძოები და წვივები – გრძელი, დაკუნთული და ძლიერი. ხტუნვის სახსრები კარგად გამოხატული კუთხეებით, ერთმანეთის პარალელური. მუხლის სახსრები მომრგვალებული. კუდი – შედარებით მოკლე, სწორი, ოდნავ ხმლისებური ფორმის. ფუძეში მსხვილი და ბოლოსკენ დავიწროებული.

ბეწვი – თავზე, ფეხების წინა ნაწილზე და ყურის ბოლოებში – მოკლე და აბრეშუმისმაგვარი. თანის სხვა ნაწილებში საშუალო სიგრძის, აბსოლუტურად სწორი. ყურების ზედა ნაწილში ბეწვი გრძელი და რბილი. ფეხების უკანა მხარეს გრძელი და წვრილი.

შეფერილობა – ლაკისებრი შავი, პრიალა, წითელ-წითური ან წაბლისფერი თრთვილით (რუჯით), შავი წერტილები დასაშვებია თათებზე და ქვედა ყბის ქვეშ. თეთრი ნიშანი მკერდზე დასაშვებია, მაგრამ რაც ნაკლებია, მით უკეთესია.

ნაკლოვანებები: ზოგადი შთაბეჭდილება, უბრალოება. თავი წაწვეტებული ფორმის; მოკლე დრუნჩი; თავი – ძალიან პატარა, ან ძალიან მსხვილი; სწორი მხრები და სუსტი ან კუზიანი ზურგი. გაშლილი მკერდი ბრტყელი თათები. კუდი ძალიან გრძელი, არასწორი.

კატეგორია: მეძებრები | ნანახია: 272 | დაამატა: beqa90 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 44

 Copyright MyCorp © 2016