მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
ხუთშაბათი
2024-04-25
2:14 AM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ვიდეოები ნადირობაზე [57]
online ფილმები ნადირობაზე [36]
ყიდვა-გაყიდვა [0]
ფოტოალბომი [0]
პროგრამები [27]
კ ლ ი პ ე ბ ი [30]
კერძები [55]
ვაზნები [20]
სურათები [16]
მეძებრები [9]
მდევრები [2]
ფ ი ლ მ ე ბ ი [1]
სანადირო თოფები [6]
თამაშები ნადირობაზე [5]
გაწვრთვნა და დაგეშვა [4]
კვება, გაზრდა და მოვლა [3]
ვეტერინარის რჩევები [5]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » მაისი » 23 » როგორ უნდა განვსაზღვროთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი დაავადდა?
1:13 PM
როგორ უნდა განვსაზღვროთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი დაავადდა?
როგორ უნდა განვსაზღვროთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი დაავადდა?
---როგორ უნდა ავუხსნა ჩემს პატრონს, რომ მე კბილები მტკივა?

      როგორ ავუხსნა პატრონს, რომ მე არ ვეხმაურები დაძახილზე არა სიჯიუტის გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ვყრუვდები?

      უბრალოდ არ ვიცი რაშია საქმე. თითქოს კარგად გამოვიყურებით, თავს ნორმალურად ვგრძნობ, მაგრამ სულ მწყურია, შეიძლება ამინდია ასეთი, ან მაინც რამე სერიოზულია

"101 კითხვა, რომელსაც თქვენი აღლი თავის ვეტერინარს მისცემდა (ლაპარაკი რომ სცოდნოდა)” ბრიუს ფოგელი.როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ შეუძლოდაა, სტკივა სხეულის რომელიმე ნაწილი ანდა აქვს რაიმე შესაძლებელი დაავადების სიმპტომი, ექიმთან გარბის და მისი ჩივილი ჯანმრთელობაზე ექიმს ეხმარება დასვას წინასწარი დიაგნოზი. ან დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა ან დიაგნოსტიკა.

   სამწუხაროდ ექიმ-ვეტერინარებს საქმე აქვთ სხვადასხვაგვარ უსიტყვო ოთხფეხა პაციენტებთან. დაავადებულ ცხოველებს არ შეუძლიათ დაიჩივლონ თავის პატრონთან შეუძლოდ ყოფნის შესახებ, მაგრამ დახმარება მათაც ისევე სჭირდებათ, როგორც ჩვენ.

ოთხფეხა ხოველის სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის დიდ შეწევნას წარმოადგენს პატრონის დაწვრილებითი მონაყოლი მისი დაკვირვების შესახებ ცხოველის საეთო მდგომარეობაზე და სავარაუდო გადახრებზე მის ქცევაში. ხშირად ასეთი ინფორმაცია ვეტერინარ ექიმს საშუალებას აძლევს დროულად დასვას სწორი დიაგნოზი და თავიდან აგვაცილოს დაავადების სერიოზული გართულებები.

ცხოველის ჯანმრთელობა ხასითდება აქტიური ქცევით, კარგი მადით, თანაბარი სუნთქვით, ცხვირის სველი და ცივი რბილობით, რეგულარული დეფეკაციითა და შარდვით.

ცხოველის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს - სხეულის ნორმალური ტემპერატურა - ჯანმრთელ პაციენტებში ის მერყეობს 37,5 – 39 გრადუს ცელსიუსის ფარგლებში. ცხოველთა სხეულის ტემპერატურას ზომავენ რექტალურად ჩვეულებრივი სამედიცინო თერმომეტრით.

---პულსი: ძაღლებში 70-120, კატებში 110-130 დარტყმა წუთში, პულსს ითვლიან თეძოს შიდა მხარეს, მიადებენ რა ხელის თითებს თეძოს არტერიას.

---სუნთქვა: ძალებში 10-30, კატებში 10-25 სუნთქვითი მოძრაობა წუთში. სუნთქვის სიხშირეს განსაზღვრავენ ცხოველის მკერდის და მუცლის ან ცხვირის ნესტოების მოძრაობის მიხედვით.

      ავადმყოფი ძაღლები და კატები ხდებიან მომჩვარულნი, განურჩეველნი ყველაფრის მიმართ, უმოძრაონი, არ ეხმაურებიან სახელის დაძახებაზე. ამჯობინებენ წოლას სათავსოს კუთხეში, ხანდახან კვნესიან, ყმუიან, წკმუტუნებენ, ადგილიდან უხალისოდ დგებიან, ცხვირის რბილობი მშრალი აქვთ, ხშირად ცხელი,

შეიძლება ჰქონდეთ ხველა, ქოშინი, კუჭის აშლილობა ან ყაბზობა, გულისრევა, აგრეთვე მომატებული წყურვილი.

  რიგი დაავადებების დროს (შავი ჭირი, ძაღლების პიროპლაზმოზი და სხვა09, შესამჩნევია ტემპერატურის მატება 39,5 გრადუს C- მდე და მეტი, ხშირდება პულსი და სუნთქვა, დაავადაბის ხასიათზე დამოკიდებულებით შეიძლება აღინიშნებოდეს ზემოთხსენებული სიმპტომების სხვადასხვა კომბინაციები.

 და  რათქმაუნდა სწორი კვება წარმოადგენს არანაკლებ მნიშვნელოვან პირობას თქვენი ძაღლის ჯანმრთელობისათვის.

ძაღლის გაზაფხულისათვის მომზადება

               მალე გაზაფხული მოვა! ეს ნიშნავს ,რომ თქვენი საყვარელო ცხოველი უფრო მეტ დროს გაატარებს თქვენთან ერთად  ქუჩაში. სუფთა ჰაერი და დრო სასარგებლოა არა მხოლოდ ადამიანისთვის  არამედ თქვენი ოთფეხასთვისაც.

მაგრამ გაზაფხულის დადგომასთან ერთად წარმოიშვა ახალი პრობლემა თქვენი გაზრდილისათვის---ეს არის პარაზიტები, რომლებიც ზამთრის ძილიდან გამოდიან. ზამთრის შემდეგ თქვენი ოთფეხას იმუნიტეტი შესუსტებულია და ამ მომენტში განსაკუთრებით საშიშია, რომ მას ვირუსული და ბაქტერიული დაავადება არ შეხვდეს . ამ შემთხვევაში შეიძლება დაგეხმაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება თქვენს გაზრდილთან, განსაკუთრებით ეს ძაღლებს ეხება.

         პროფილაქტიკური  ღონისძიებებიდან შეიძლება გამოვყოთ:

 ვაქცინაცია. რეგულარული ვაქცინაციებების ჩატარება ამცირებს თქვენი ცხოველის ბევრი  ვირუსული და ბაქტერიული ავადმყოფობით დაავადების რისკს .

ორგანიზმის ვიტანიმურ- მინერალური მხარდაჭერა, ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ვიტანიმურ მინერალური კომპლექსები, დავამატებთ რა მათ საკვებში.

 ანტიპარაზიტული საშუალებით დამუშავება . ძაღლისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს იქსოდური ტკიპები, რომლებიც პიროპლაზმოზის გადამტანები არიან. ამიტომ გასეირნების წინ აუცილებელია ცხოველი დავამუშავოთ მწერების აკარაციდული საშუალებებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაგეგმილია  გასეირნება ტყე-პარკის ზონებში. გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს რწყილებიც, რომელთა კბენამაც შეიძლება თქვენს ძაღლში ალერგიული რეაქცია ან ეტოპარაზიტული დაავადება გამოიწვიოს.

გარდა ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებებისა, აუცილებელია სეირნობის დროს თვალყური ადევნოთ თქვენს საყვარელ ცხოველს, რათა მან მიწიდან არ აკრიფოს თოვლის დნობის შედეგად დარჩენილი სხვადასხვა ნაგავი, რამაც შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუვალობის წარმოშობამდე მიგვიყვანოს.

რეგულარულად უნდა ჩაატაროთ თქვენი აღზრდილის დეგელმინტიზაცია, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ , რათა არ იქნას დაშვებული მუცლის ჭიების ინვაზია ცხოველში,


კატეგორია: ვეტერინარის რჩევები | ნანახია: 1230 | დაამატა: beqa90 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024