"ოჯახური" ქათმითა და კარტოფილით - 12 ივნისში 2011 - nadiroba.my1.ru
მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
შაბათი
2016-12-10
4:03 AM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ვიდეოები ნადირობაზე [57]
online ფილმები ნადირობაზე [36]
ყიდვა-გაყიდვა [0]
ფოტოალბომი [0]
პროგრამები [27]
კ ლ ი პ ე ბ ი [30]
კერძები [55]
ვაზნები [20]
სურათები [16]
მეძებრები [9]
მდევრები [2]
ფ ი ლ მ ე ბ ი [1]
სანადირო თოფები [6]
თამაშები ნადირობაზე [5]
გაწვრთვნა და დაგეშვა [4]
კვება, გაზრდა და მოვლა [3]
ვეტერინარის რჩევები [5]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ივნისი » 12 » "ოჯახური" ქათმითა და კარტოფილით
2:47 PM
"ოჯახური" ქათმითა და კარტოფილით

გემრიელი კერძია, რომელიც მომზადებისთვის დიდ დროსა და გამოცდილებას არ მოითხოვს. ასევე, ძალიან პრაქტიკულია დიდი საოჯახო სადილებისთვის, რადგან მარტივია და მცირე ბიუჯეტიანი. 

მასალა:
 
ქათმის ხორცი – 1 კგ
კარტოფილი – 2 კგ
სტაფილო – 0.5 კგ (სურვილისამებრ)
ხახვი – 2-3 თავი
ნიორი – 2-3 კბილი
მაიონეზი ან არაჟანი – 3 სადილის კოვზი
ყველი – 200 გრ
მარილი, შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი, ზეთი

ინვენტარი:
 – ქვაბი ბოსტნეულისა და ხორცის მოსახარშად; თუნუქის ფურცელი – ღუმელში შესაწვავად. დრო: მოსამზადებლად – 30 წუთი, შესაწვავად – 30 წუთი.

მომზადება:
 
გათალეთ კარტოფილი და სტაფილო. დაჭერით მოზრდილი ზომის სეგმენტებად (ცოტა უფრო დიდზე, ვიდრე შემწვარი კარტოფილისთვის) და მოხარშეთ მარილიან და დაფნის ფოთლიან წყალში 10 წუთის განმავლობაში. გადაუწურეთ წყალი და გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში. თუ მაშინვე ამზადებთ, პირდაპირ შეგიძლიათ მოათავსოთ ღუმელში შესადგმელ "ფოდნოსზე”, რომელსაც ცოტაოდენი ზეთი ექნება წინასწარ მოსხმული.
ქათმის თეთრი ხორცი ან ქათმის ბარკლები დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და ასევე მოხარშეთ მარილიან და დაფნის ფოთლიად წყალში 5 წუთით, ან სანამ ხორცი არ გათეთრდება. გადაუწურეთ წყალი და გადაიტანეთ ჯამში. ხახვი გაარჩიეთ და დაჭერით ალყა–ალყა ან უფრო წვრილად. მაიონეზში ან არაჟანში (უფრო მსუბუქი გამოვა არაჟნით) აურიეთ ცოტაოდენი წყალი, ისე, რომ საშუალო სისქის თხევადი მასა მიიღოთ. აურიეღ დაჭყლეტილი ნიორი. გაახურეთ ღუმელი 220 გრ-მდე. კარტოფილი და სტაფილო (სურვილისამებრ) გაშალეთ „ფოდნოსის" ძირზე და ზემოდან მოაყარეთ ხორცი და ხახვი, შეეცადეთ თანაბრად გაანაწილოთ. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. შედგით ღუმელში და შეაწითლეთ. როცა შეწითლდება (ამისთვის გრილის რეჟიმი გამოიყენეთ) გამოიღეთ და მოაყარეთ ყველი და მოასხით ნივრიანი მასა. შეაბრუნეთ ღუმელში და გადაიყვანეთ უფრო 200 გრ-ზე, თან გრილის რეჟიმი გამორთეთ. წესით 10 წუთში უკვე მზად უნდა იყვეს. თუ, ზემოდან მობრაწული გინდათ, ისევ შეგიძლიათ გრილი გამოიყენოთ. გადაიტანეთ ლამაზ ლანგარზე, ან თავიდანვე შეწვით, ლამაზ თიხის ჭურჭელში.


შენიშვნა
 :
1. იმისათვის, რომ ხორცი მშრალი არ გამოვიდეს, შეგიძლიათ იგი მაიონეზისა და ნივრის მასაში ჩააბასტურმოთ (ამოსვაროთ) და ისე გადაიტანოთ ღუმელში გამოსაცხობ ჭურჭელში. 
2. შეგიძლიათ წინა დღითაც, ან რამდენიე საათით ადრე მოხარშოთ ყველაფერი და მაცივარში შეინახოთ, სუფრაზე მიტანამდე 30 წუთით ადრე კი შედგათ ღუმელში.
კატეგორია: კერძები | ნანახია: 226 | დაამატა: beqa90 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 44

 Copyright MyCorp © 2016