მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
შაბათი
2024-04-20
3:36 PM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ვიდეოები ნადირობაზე [57]
online ფილმები ნადირობაზე [36]
ყიდვა-გაყიდვა [0]
ფოტოალბომი [0]
პროგრამები [27]
კ ლ ი პ ე ბ ი [30]
კერძები [55]
ვაზნები [20]
სურათები [16]
მეძებრები [9]
მდევრები [2]
ფ ი ლ მ ე ბ ი [1]
სანადირო თოფები [6]
თამაშები ნადირობაზე [5]
გაწვრთვნა და დაგეშვა [4]
კვება, გაზრდა და მოვლა [3]
ვეტერინარის რჩევები [5]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » მაისი » 24 » მეძებრისათვის ძებნის მანერის გამომუშავება
10:16 PM
მეძებრისათვის ძებნის მანერის გამომუშავება
თქვენი შეგირდი უკვე გაიზარდა. თუ სათანადო წრთვნის კურსი გაიარა, ე.ი ხალისით და ზუსტად ასრულებს ბრანებებს, მაშინ ის მზადაა მინდორში გასაყვანად. თანამედროვე მეძებრებს მრავალი თვისება თან დაყოლილი აქვთ, მათ შორის ნადირობის ჟინი, ძებნა და ნაბული. მგეშავის საქმეა ახალგაზრდა ძაღლს ეს თვისებები ჯერ გაუღვიძოს, შემდეგ კი მიზანმიმართული ვარჯიშით თანდათან განუვითაროს, დაუხვეწოს და გაუმყაროს.
თუ თქვენი ლეკვი მუშა ძაღლების შთამომავალია, მაშინ ისიც, დიდი ალბათობით, კარგ სანადირო თვისებებს გამოამჟღავნებს. არ უნდა შეშინდეთ, როცა პირველ ხანებში ის უსისტემო სირბილს დაიწყებს და პეპლების გარდა ყურადღებას არაფერს მიაქცევს. ცხადია, უკეთესი იქნება, თუ ლეკვი მინდორში პატარაობიდანვე, სეირნობის დროს იქნება ნამყოფი, მაშინ ბალახის, ყვავილებისა და პეპლების დანახვაზე იგი შედარებით ნაკლებად გაფიცხდება და რამდენიმე წუთიანი სირბილის შემდეგ, როცა გულს იჯერებს, ძალდაუტანებლად დაიწყებს ბრძანებბების შესრულებას…
ზოგიერთი მონადირე დიდ, ზოგჯერ კი გამოუსწორებელ, შეცდომას უშვებს, როცა ძაღლის დაგეშვას იმ ადგილებში იწყებს, სადაც ფრინველი მრავლადაა. მართლაც, ბევრ გეშვას სურვილი აქვს, რაც შეიძლება სწრაფად დაგეშოს ძაღლი და პირველივე წელს სრულფასოვნად ინადიროს, მაგრამ ავიწყდება, თუ ხშირად რა შედეგი მოჰყვება ხოლმე ამას. მრავალწლიანი გამოცდილებით დამტკიცებულია, რომ მეძებარი სწორად და კარგად იმ შემთხვევაში მუშაობს, როცა პირველადი გეშვა ისეთ ადგილებშია აქვს დაწყებული, სადაც ფრინვრლი მცირე რაოდენობით იყო. რატომ ხდება ასე? პირველ რიგში, იმიტომ, რომ იქ სადაც ფრინველი ბევრია, ძაღლი მაშინვე, წამყვანიდამ 5-10 ნაბიჯში, პოულობს მას, რომელსაც მოჰყვება მეორე, მესამე და ა.შ ასეთ შემთხვევაში ძაღლი ვერ სწავლობს სწორი მანერით ძევნას და უსისტემოდ დარბის მინდორში. ამგვარად დაგეშილი ძაღლები ფრინველით ღარიბ საგვარეულოში მალე კარგავენ აზარტს, არ ავითარებენ სათანადო სისწრაფეს და, მიუხედავად იმისა, ზოგიერთი მათგანი მაინც თავგამოდებით მისდევს ფრინველს. ასე, რომ, გახსოვდეთ: შესანიშნავი ყნოსვის ძაღლი, თუ ის უსისტემოდ ეძებს, ნადირობისას ყოველთვის ჩამორჩება საშუალო ყნოსვის, მაგრამ სწორი მანერით მომუშავე ძაღლს.
ახალგაზრდა დაუგეშავი ძაღლი, როგორც წესი,უჩვეულო გარემოში ძნელად ასრულებს ბრძანებებს. ამავე დროს მას ფრინველისადმი თანდაყოლილი ლტოლვა აქვს, ამიტომ როცა ის პირველ ფრინველს წამოაფრენს, მის დაჭერის სურვილი უჩნდება და მის დევს. თუ პირველ ფრინველს გაეკიდა, მაშინ აუცილებლად გაეკიდება სხვებსაც და ეს მავნე ჩვევა ე.წ. „ავტომატიზმში” გადავა, რაც საკმაოდ ძნელი გამოსასწორებელია. ამას პროფესიონალ მაგეშავთამრავალწლიანი გამოცდილებაც ადასტურებს. იმიტომ ძაღლისთვის ფრინველის ჩვენება საჩქარო არ არის. მტავარია, ახალგაზრდა ძაღლი მიხვდეს, თუ რატომ დაჰყავთ მინდორში, მასში უნდა გაიღვიძოს ნადიობის ჟინმა რისთვისაც სრულიად საკმარისია 2-3 ფრინველის ჩვენება. როგორც კი დარწმუნდებით, რომ ფინველმა ძაღლში ინტერესი და ლტოლვა გამოიწვია, იგი მაშინვე გადაიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც ფრინველი ნაკლებად ან საერთოდ არ არის. იგი მის ძებნას დაიწყებს, თქვენ კი მოგეცემათ საშუალება მშვიდად ასწავლოთ მას სწორი მანერით მუშაობა.
კატეგორია: გაწვრთვნა და დაგეშვა | ნანახია: 1195 | დაამატა: beqa90 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 53

 Copyright MyCorp © 2024