ლანგჰაარი - 24 მაისში 2011 - nadiroba.my1.ru
მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
შაბათი
2016-12-10
4:05 AM
Лучшие охотники
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ვიდეოები ნადირობაზე [57]
online ფილმები ნადირობაზე [36]
ყიდვა-გაყიდვა [0]
ფოტოალბომი [0]
პროგრამები [27]
კ ლ ი პ ე ბ ი [30]
კერძები [55]
ვაზნები [20]
სურათები [16]
მეძებრები [9]
მდევრები [2]
ფ ი ლ მ ე ბ ი [1]
სანადირო თოფები [6]
თამაშები ნადირობაზე [5]
გაწვრთვნა და დაგეშვა [4]
კვება, გაზრდა და მოვლა [3]
ვეტერინარის რჩევები [5]
რიჩი
რადიო
...
bowling
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » მაისი » 24 » ლანგჰაარი
6:42 PM
ლანგჰაარი
გერმანული გრძელბეწვიანი პოინტერი

აღწერილობა
ლანგჰაარი არის კუნთოვანი, ელეგანტური და ათლეტური მას შეუძლია თავისუფლად და სწრაფად გადაადგილება. ფიზიკურად ის ზომიერია. ამ ჯიშის ძაღლებისთვის დამახასიათებელია ტემპერამენტობა, რაც მის გარეგნობაშიც გამოიხატება. როგორც ყველა გერმანულ ჯიშს მასაც თათებზე აქვს აპკი. ამ ჯიშის გაზრდისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და გაკონტროლდეს მისი აგრესიულობა ლეკვობის პერიოდში.

ბეწვი და შეფერილობა
ლანგჰაარს აქვს საშუალო სიგრძის ოდნავ ტალღოვანი ბეწვი (დაახლოებით 3-5 სმ), მაგრამ არა ზედმეტად ხუჭუჭი. ის არ არის ნაზი და რბილი, არამედ მტკიცე და ბზინვარე. ბეწვის შეფერილობა არის მუქი შოკოლადისფერი ან ყავისფერი, ახასიათებს კვადრატული ფორმის ლაქები, რომელიც ძირითადად გვხვდება თავზე, ზურგზე ან კუდზე. თეთრი ლაქები დასაშვებია მხოლოდ გულმკერდის არეში, თათებსა და დრუნჩზე

ზომა 
ხვადი – დაახლოებით 60-70 სმ-ს შორის, ძუ – 58-63 სმ. მაქსიმალური წონა 30 კგ.

სიარული 
მისი სიარული ხასიათდება გრძელი და თავისუფალი ნაბიჯებით.

ხასიათი 
ლანგჰაარი კეთილი, ნაზი, მეგობრული და ჭკვიანი ჯიშია. ის იმდენად მოსიყვარულეა, რომ ვერ ეგუება ადამიანებთან განცალკევებით ცხოვრებას. ვერ ეგუება ჩაკეტილ ცხოვრებას, ესაჭიროება სისტემატიური სეირნობა და ვარჯიში. უყვარს ბავშვებთან ერთად თამაში და არ არის აგრესიული სხვა ძაღლების მიმართ.
მოვლა

ადვილად იწვრთნება, უყვარს მუშაობა და საჭიროა მისი რეგულარული ვარჯიში. ის ვერ ეგუება ბინაში ცხოვრებას, რადგან ესაჭიროება ძალიან დიდი სივრცე და ისეთი პატრონი, რომელიც სისტემატიურად ანადირებს. ამ ძაღლის ფიზიკური მონაცემები ხელს უწყობს მის სპორტულ გამოყენებასაც.

ჯანმრთელობა 
მათ არ გააჩნიათ არანაირი გენეტიკური ხინჯი, უწესრიგობა ან დაავადება. მათ სისუსტეს წარმოადგენს ძალიან რბილი ყურები, რომელიც მიდრეკილია ინფექციური დაავადებებისკენ. ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ყურების წმენდა რეგულარულად, განსაკუთრებით წყალში ყოფნის შემდეგ.

ისტორია 
ამ ჯიშის გამოყვანა და გავრცელება დაიწყო გერმანიაში. თავდაპირველად მისი გამოყენების მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი. ამიტომ მას სეტერებთან და ინგლისურ პოინტერებთან აჯვარებდნენ, რათა გაზრდილიყო ამ ჯიშზე მოთხოვნილება. თავიდან ეს ძაღლები ძალიან ჯიუტები და ტემპერამენტიანები იყვნენ.
ამ ჯიშის პირველი ჩვენება მოეწყო 1878 წელს ფრანკფურტში და ამ პერიოდისათვის დაიწერა პირველი სტანდარტი ამ ჯიშის შესახებ. ამის შემდეგ სელექციონერებმა უკვე განსაკუთრებით დაუთმეს ყურადღება ამ ჯიშის დახვეწას. უმოკლეს პერიოდში მათ მიზანს მიაღწიეს და ამ ჯიშმა სახელი გაითქვა საველე ოლიმპიადაშიც.

ლანგჰაარი გერმანული ჯიშის გრძელბეწვიანი მეძებარია, ძლიერი, ძალიან თვინიერი და ამტანია, ნადირობს როგორც ფრინველზე ასევე ნადირზე      

კატეგორია: მეძებრები | ნანახია: 217 | დაამატა: beqa90 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
საათი
bookmarks
Лучшие охотники
contaqti admintan
სიყვარული მინდა
ჩვენი გამოკითხვა
რით ერთობით სეზონის გახსნამდე?
სულ პასუხი: 44

 Copyright MyCorp © 2016